Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაელექტრონული კომუნიკაციების შესახებმუხლი 8

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

მუხლი 8. ინფორმაციის საიდუმლოების დაცვა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ინფორმაცია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების მომხმარებლის შესახებ, აგრეთვე აღნიშნული ქსელების მეშვეობით მომხმარებლის მიერ გადაცემული ინფორმაცია საიდუმლოა და მისი დაცვა გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით.

2.ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში დასაქმებული ყველა სუბიექტი ვალდებულია დაიცვას ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საიდუმლოება. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მუშაკები და სხვა პირები, რომლებიც დაარღვევენ ამ ინფორმაციის საიდუმლოებას, პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3.ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც უფლებამოსილი ორგანო ატარებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, ახორციელებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებებს და ამ კანონის 8 3 მუხლით განსაზღვრულ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირებას.

4.ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია საგამოძიებო ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოს გადასცეს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით დადგენილი წესით.

5.ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის მეშვეობით მომხმარებლის მიერ განხორციელებული კომუნიკაციის შინაარსის შესახებ ინფორმაცია მისი გადაცემისთანავე, დაუყოვნებლივ, ავტომატურად უნდა განადგურდეს. აღნიშნული ინფორმაცია კანონით დადგენილი წესით ხელმისაწვდომი შეიძლება გახდეს მხოლოდ ამ კანონის 8 1 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტისათვის.

6.ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს (შემოწმება, განცხადების განხილვა). საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332 საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2637 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2014 წლის 30 ნოემბრის კანონი №2871 - ვებგვერდი, 30.11.2014წ. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №480 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3286 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4241 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4590 - ვებგვერდი, 08.05.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1329 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1302 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №49 · ძალაშია 2 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 მაი. 2019 – 30 მარ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 2 მარ. 2026· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025
  2. 1 მარ. 2022· გამოქვეყნდა 13 იან. 2022
  3. 30 მარ. 2020· გამოქვეყნდა 27 მარ. 2017
  4. 10 მაი. 2019· გამოქვეყნდა 9 აგვ. 2018
  5. 30 ნოე. 2014

    მე-8 მუხლის მე-3 პუნქტში ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში დასაქმებული სუბიექტის მიერ მონაცემების 2 წლით შენახვის ვალდებულება და მონაცემთა ჩამონათვალი შეცვლილია გამონაკლისით ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის ვალდებულებაზე ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს.

  6. 18 აგვ. 2014

    მე-3 პუნქტიდან ამოღებულია ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებზე საიდუმლოების ვალდებულების გამონაკლისი და მის ნაცვლად დაწესებულია მაიდენტიფიცირებელი მონაცემების 2-წლიანი შენახვის ვალდებულება დეტალური ჩამონათვალით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 8¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №50

  • 6 ცვლილება · ბოლო 23 დეკ. 2025
  • 14 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 62მომხმარებელთა უფლებების დაცვა და მომსახურების ზოგადი წესები
  • 4ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის მიზნები და პრინციპები
  • 43ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის კონტროლი

კონკურენციის შესახებ

  • 20ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 151კონფიდენციალურობის დაცვა

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 6ელექტრონული კომერციის პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვა

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 75საიდუმლო ინფორმაციის დაცვა

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

  • 27ელექტრონული კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემა
  • 41⁶ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის დაცვა
  • 42პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ

  • 20

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 21სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6244320202741⁶42211517568
მნიშვნელობით ახლოსკონკურენციის შესახებენერგეტიკისა და წყალმო…ელექტრონული კომერციის …საჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო საიდუმლოები…ელექტრონული კომუნიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №50 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026