საქართველოს კანონი „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“.
მუხლი 5. სახელმწიფო პოლიტიკა აივ ინფექცია / შიდსის სფეროში
აივ ინფექცია / შიდსის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებია : ა ) აივ ინფექცია/შიდსის პრევენციისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და განხორციელება ; ბ ) სამედიცინო მომსახურებაზე აივ ინფიცირებულთა / შიდსით დაავადებულთა უფლების დაცვა ; გ ) ფიზიკურ პირთა ინფორმირება აივ ინფექციაზე ნებაყოფლობითი ტესტირების შესახებ , აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ გამონაკლისების თაობაზე , როცა სავალდებულო ტესტირება კანონმდებლობითაა დაშვებული ; დ ) ფიზიკურ პირთა ინფორმირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ან / და ინდივიდუალურად , მოთხოვნისამებრ , აივ ინფექცია / შიდსის პრევენციის , დიაგნოსტიკის , მკურნალობის , პროფილაქტიკის , მხარდაჭერის / ხელშეწყობისა და მოვლის , მათ შორის , სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული დახმარების ფორმებისა და მისი მიღების შესაძლებლობის შესახებ ; ე ) აივ ინფექციაზე ნებაყოფლობითი კონსულტირებისა და ტესტირების სერვისების , აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის , დიაგნოსტიკის , მკურნალობის , პროფილაქტიკის , მხარდაჭერის / ხელშეწყობისა და მოვლის უნივერსალური ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა ; ვ ) ფიზიკურ პირთა უფლებების , პატივისა და ღირსების დაცვა და მათი დისკრიმინაციის თავიდან აცილება აივ ინფექცია / შიდსთან მიმართებით ; ზ ) აივ ინფექცია / შიდსის სფეროში საყოველთაოდ აღიარებული პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დამკვიდრება ; თ ) აივ ინფექცია / შიდსის საპასუხო ღონისძიებების ერთიანი მონიტორინგისა და შეფასების სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა , აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ეროვნული სისტემის გაძლიერება / ხელშეწყობა , სამედიცინო დახმარებისა და სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლი აივ ინფექცია/შიდსთან მიმართებით ; ი ) მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა აივ ინფექცია / შიდსის სფეროში უნივერსალური უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაცვის ზედამხედველობის მეშვეობით ; კ) პენიტენციურ დაწესებულებაში აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის, აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა მხარდაჭერის/ხელშეწყობის და მოვლის, აგრეთვე ზიანის შემცირების ხელშეწყობა; ლ ) დედიდან ნაყოფზე/ახალშობილზე აივ ინფექციის გადაცემის პროფილაქტიკის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა , აივ ინფექციაზე ნებაყოფლობითი კონსულტირების სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ორსულთათვის , ორსულთა ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება მათი ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე , კონფიდენციალურობის დაცვით ; მ ) აივ ინფექციაზე ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკის ღონისძიებების დანერგვა . საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3617 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.326 საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3554 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
