საქართველოს კანონი „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“.
მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისათვის კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა : ა ) აივ – ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი ; ბ ) აივ ინფექცია – ინფექციური დაავადება , რომელსაც იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი ; გ ) შიდსი – შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი ; დ ) აივ სტატუსი – ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადასტურებული მონაცემი ფიზიკური პირის აივ-ით ინფიცირების შესახებ ; ე ) მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება – იურიდიული პირი , რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას : აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკას , მკურნალობას , პროფილაქტიკას , მხარდაჭერას/ხელშეწყობასა და მოვლას ; ვ ) სამედიცინო დაწესებულება – იურიდიული პირი , რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო მომსახურებას ; ზ ) ზიანის შემცირება – მიდგომა , რომელიც მიზნად ისახავს გარკვეული ტიპის ინდივიდუალური ქცევით , სპეციფიკური სოციალური ან სამედიცინო მანიპულაციით ან არახელსაყრელი გარემოთი გამოწვეული ზიანის შემცირებას ; თ ) ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა – მოკლევადიანი ანტირეტროვირუსული მკურნალობა , რომელიც ამცირებს პოტენციური ექსპოზიციის შემდეგ აივ-ით ინფიცირების ალბათობას ; ი ) ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება – ინფორმაციის მიწოდების , მხარდაჭერის და ტესტირების ნებაყოფლობითი პროცესი , რომლის მიზანია , პირს მისცეს საშუალება , მიიღოს გადაწყვეტილება აივ ტესტირებაზე , და დაეხმაროს მას ტესტირების შედეგების ინტერპრეტაციაში .
