საქართველოს კანონი „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“.
მუხლი 7. აივ ინფიცირებულთა / შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკა , მკურნალობა , პროფილაქტიკა , მხარდაჭერა / ხელშეწყობა და მოვლა
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს აივ ინფიცირებულთა / შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკის , მკურნალობის , პროფილაქტიკის , მხარდაჭერის / ხელშეწყობისა და მოვლის დროულობას და უწყვეტობას სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში , ქვეყანაში აღიარებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად .
2. აივ ინფიცირებულს/შიდსით დაავადებულს უფლება აქვს , თავად აირჩიოს , ნებისმიერ დროს შეცვალოს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი , უარი განაცხადოს მკურნალობაზე ან/და შეწყვიტოს დაწყებული სამედიცინო მომსახურება .
3. აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკა , მკურნალობა , პროფილაქტიკა , მხარდაჭერა / ხელშეწყობა და მოვლა უნდა წარიმართოს კლინიკური პრაქტიკის ნაციონალური რეკომენდაციის ( გაიდლაინის ) შესაბამისად .
