1.საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში დისციპლინური საქმის წარმოება მიმდინარეობს არაუმეტეს ორ ეტაპად: საპროცესო კოლეგიაში და განხილვის კოლეგიაში.
2.საპროცესო კოლეგია იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური დევნის აღძვრის, ან დევნის აღძვრაზე უარის თქმის ან წარმოების შეწყვეტის თაობაზე (23.12.2018).
3.თითოეული დისციპლინური კოლეგია ახორციელებს საპროცესო კოლეგიის ფუნქციას 1 თვის განმავლობაში მიმდევრობით, დისციპლინური კოლეგიების ნუმერაციის შესაბამისად.
4.საპროცესო კოლეგიის მიერ ადვოკატის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრაზე უარის თქმის შემთხვევაში, დისციპლინური წარმოება სრულდება.
5.საპროცესო კოლეგიის მიერ ადვოკატის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების შემთხვევაში, ეთიკის კომისიის თავმჯდომარე დისციპლინურ საქმეს განსახილველად გადასცემს განხილვის კოლეგიას.
6.განხილვის კოლეგიებს დისციპლინური საქმეები გადაეცემათ განსახილველად მიმდევრობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტულ საქმეზე განხილვის კოლეგია ასრულებდა საპროცესო კოლეგიის ფუნქციას ამ შემთხვევაში ეთიკის კომისიის თავმჯდომარე დისციპლინურ საქმეს გადასცემს განხილვის კოლეგიას, რომელიც მომდევნოა ნუმერაციაში.
7.განხილვის კოლეგია იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური სახდელის დაკისრების, დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაზე უარის თქმის თაობაზე.

