სადისციპლინო პალატა იღებს გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ, თუ: ა) საქმე განიხილა სადისციპლინო კოლეგიის არაკანონიერმა შემადგენლობამ; ბ) სადისციპლინო კოლეგიამ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ ეცნობა სხდომის თაობაზე; გ) გადაწყვეტილება მიღებულია საქმის განხილვის საფუძველზე, რომლის დროსაც დაირღვა პროცესის კონფიდენციალურობის წესები; დ) გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია; ე) გადაწყვეტილება ხელმოუწერელია სხდომის თავმჯდომარის ან მდივნის მიერ; ვ) საქმეში არ არის სადისციპლინო კოლეგიის სხდომის ოქმი. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75⁶⁷. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №27 · ძალაშია 1 მაი. 2018-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
4 აგვ. 2010 – 1 მაი. 2018 მუხლი კანონში არ იყო
… – 4 აგვ. 2010 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

