1.დისციპლინურ კოლეგიას დისკრეციული უფლება აქვს შეაჩეროს დისციპლინური წარმოება იმ შემთხვევაში, თუ: ა) დისციპლინური საქმის შესწავლის პერიოდში დისციპლინური კოლეგიისგან დამოუკიდებლად წარმოიშვა ობიექტური გარემოებები (ადვოკატის ავადმყოფობა, მტკიცებულებების შეგროვებისთვის საჭირო დრო და სხვა), რის გამოც შეუძლებელია დისციპლინური წარმოების გაგრძელება (23.12.2018). ბ) დისციპლინური საქმის მასალების მიხედვით ადვოკატის ქმედებაში ა შკარაა დანაშაულის ნიშნების არსებობა. ასეთ შემთხვევაში დისციპლინური კოლეგიის გადაწყვეტილებით დისციპლინური საქმის მასალები ეგზავნება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს; გ) ამავე ადვოკატის მიმართ ეთიკის კომისიის წარმოებაშია დისციპლინური საქმე, რომლის შედეგებსაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს დისციპლინური კოლეგიის გადაწყვეტილებაზე.
2.ამ მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით დისციპლინური წარმოების შეჩერებისას, დისციპლინური წარმოება უნდა განახლდეს შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრისთანავე, ხოლო „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთანავე.
3.დისციპლინური წარმოების განახლების თაობაზე დისციპლინური კოლეგია იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
4.დისციპლინური წარმოების შეჩერების ვადა არ ჩაითვლება ამ დებულებით განსაზღვრულ დისციპლინური წარმოების ვადებში.

