Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპენიტენციური კოდექსიმუხლი 81

პენიტენციური კოდექსი

მუხლი 81. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:აკადემიური დისციპლინა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას (განჩინებას) არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ეს გადაწყვეტილება გამოიტანება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ შესაბამისი დისციპლინური დარღვევის ჩადენა სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის დროს სასამართლოს მიერ გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე დამტკიცდა.

2.დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი უნდა იყოს.

3.სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერია, თუ ის გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით.

4.სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

5.სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) სამართლიანია, თუ შეფარდებული დისციპლინური პატიმრობა შეესაბამება დისციპლინური დარღვევის ჩამდენის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის სიმძიმეს.

6.დისციპლინური პატიმრობის შეფარდებისას სასამართლო თანამიმდევრობით წყვეტს შემდეგ საკითხებს: ა) ჩაიდინა თუ არა პირმა ამ კოდექსით გათვალისწინებული ქმედება; ბ) არის თუ არა პირის ქმედება მართლსაწინააღმდეგო; გ) შეერაცხება თუ არა პირს ბრალად ჩადენილი ქმედება; დ) უნდა შეეფარდოს თუ არა პირს დისციპლინური პატიმრობა და, თუ უნდა შეეფარდოს − რა ვადით; ე) როგორი იქნება ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი.

7.თუ პირი რამდენიმე დისციპლინური დარღვევის ჩადენაშია მხილებული, საქმის განხილვისას სასამართლო თითოეული დისციპლინური დარღვევის მიხედვით ცალკე და მთლიანად წყვეტს ამ მუხლის მე-6 ნაწილში მითითებულ საკითხებს.

8.სასამართლო უფლებამოსილია დისციპლინური დარღვევის ჩადენაში მხილებული რამდენიმე პირისთვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდების საკითხები განიხილოს ერთობლივად, დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამომცემი თანამდებობის პირის შუამდგომლობის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით.

9.ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ მუხლის მე-6 ნაწილში მითითებული საკითხები თითოეული პირის მიმართ ცალ-ცალკე უნდა გადაწყდეს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას (განჩინებას) არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ეს გადაწყვეტილება გამოიტანება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ შესაბამისი დისციპლინური დარღვევის ჩადენა სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის დროს სასამართლოს მიერ გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე დამტკიცდა. 2. დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი უნდა იყოს. 3. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერია, თუ ის გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით. 4. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. 5. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) სამართლიანია, თუ შეფარდებული დისციპლინური პატიმრობა შეესაბამება დისციპლინური დარღვევის ჩამდენის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის სიმძიმეს. 6. დისციპლინური პატიმრობის შეფარდებისას სასამართლო თანამიმდევრობით წყვეტს შემდეგ საკითხებს: ა) ჩაიდინა თუ არა პირმა ამ კოდექსით გათვალისწინებული ქმედება; ბ) არის თუ არა პირის ქმედება მართლსაწინააღმდეგო; გ) შეერაცხება თუ არა პირს ბრალად ჩადენილი ქმედება; დ) უნდა შეეფარდოს თუ არა პირს დისციპლინური პატიმრობა და, თუ უნდა შეეფარდოს − რა ვადით; ე) როგორი იქნება ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი. 7. თუ პირი რამდენიმე დისციპლინური დარღვევის ჩადენაშია მხილებული, საქმის განხილვისას სასამართლო თითოეული დისციპლინური დარღვევის მიხედვით ცალკე და მთლიანად წყვეტს ამ მუხლის მე-6 ნაწილში მითითებულ საკითხებს. 8. სასამართლო უფლებამოსილია დისციპლინური დარღვევის ჩადენაში მხილებული რამდენიმე პირისთვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდების საკითხები განიხილოს ერთობლივად, დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამომცემი თანამდებობის პირის შუამდგომლობის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით. 9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ მუხლის მე-6 ნაწილში მითითებული საკითხები თითოეული პირის მიმართ ცალ-ცალკე უნდა გადაწყდეს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 26 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 80შემდეგი მუხლი 82

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სასკოლო დისციპლინის აპელაციებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №8

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პენიტენციური კოდექსი

  • 83დისციპლინური პატიმრობის აღსრულების ორგანიზება და კონტროლი
  • 80მსჯავრდებულისთვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდება
  • 77ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარანტიები მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისას

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 75¹მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი და დისციპლინური გადაცდომის სახეები
  • 75⁶⁴სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველი
  • 75⁴¹სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების სახეები

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 14³⁴აღსრულების პოლიციელისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და გამოყენების წესი

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 97დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება
  • 93დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნა
  • 100დისციპლინური წარმოების შეჩერება და შეწყვეტა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 260განაჩენის დადგენისას სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხები

თავდაცვის კოდექსი

  • 142დისციპლინური საქმის განხილვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14³⁴26075¹75⁶⁴75⁴¹979310014283807781
მნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსისაერთო სასამართლოების …სააღსრულებო წარმოებათა…საჯარო სამსახურის შესა…საქართველოს სისხლის სა…თავდაცვის კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026