Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ეროვნული ბანკის შესახებმუხლი 55⁴

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

მუხლი 55⁴. დროებითი სახელმწიფო დაფინანსება

რედაქცია №67 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.რეზოლუციის პროცესის დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გასცემს დროებით სახელმწიფო დაფინანსებას, თუ ეს აუცილებელია ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, სარეზოლუციო ფონდში საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკებისა და უცხოური ბანკების ფილიალების მიერ წინასწარი შენატანების ფარგლებში აკუმულირებული თანხები საკმარისი არ არის/არ იქნება და დაფინანსების არასახელმწიფო წყაროდან მოძიება შეუძლებელია ან ასეთი დაფინანსება საკმარისი არ არის/არ იქნება. დროებითი სახელმწიფო დაფინანსება შეიძლება გაიცეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც აქციონერები და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37 12 მუხლის 10 2 პუნქტის „ლ“−„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კრედიტორები კომერციული ბანკის ლიკვიდაციისთვის დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობის საპირისპირო თანამიმდევრობით მიიღებენ პირველად ზარალს, რეზოლუციის მიზნებისა და პრინციპების გათვალისწინებით.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრუ ლი დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის მოთხოვნით ეროვნული ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართავს. ეს მოთხოვნა უნდა შეიცავდეს დაგეგმილი სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენების თაობაზე შესაბამის მიმოხილვას და დროებითი სახელმწიფო დაფინანსების საჭიროების დასაბუთებას, მათ შორის, დაფინანსების საჭირო ოდენობის, ფორმისა და ვადების შესახებ ინფორმაციას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნებისა და პრინციპების გათვალისწინებით.

3.თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დაეთანხმება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნას, იგი დროებით სახელმწიფო დაფინანსებას გასცემს ერთი ან რამდენიმე შემდეგი ფორმით: ა) დროებითი ბანკის კაპიტალში მონაწილეობა; ბ) რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის წილის შეძენა ან/და კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტებიდან წარმოშობილი ვალდებულებების აღება; გ) დაფინანსების სარეზოლუციო ფონდის სასარგებლოდ გამოყოფა ამ კანონის 55 5 მუხლით დადგენილი წესით; დ) სესხის ან/და გარანტიის გაცემა ან/და რეზოლუციის მიზნებისთვის აუცილებელი სხვა ფორმით, მათ შორის, პირდაპირი ფორმით, დაფინანსება.

4.თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პირდაპირ ან არაპირდაპირ შეიძენს წილს კომერციული ბანკის კაპიტალში, მან უნდა მიიღოს ყველა ზომა, რათა კომერციული ბანკი ადეკვატური კომერციული და პროფესიული საფუძვლებით იმართებოდეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ კომერციული ბანკის აქციების ან საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების შეძენის შემთხვევაში კომერციული ბანკი ვალდებულია შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს გრძელვადიან პერიოდში კომერციული ბანკის ფინანსური მდგრადობისთვის საჭირო ქმედებებს, რომლებსაც უნდა ეთანხმებოდეს ეროვნული ბანკი.

5.ს აქართველოს ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი ერთობლივი სამართლებრივი აქტით განსაზღვრავენ დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის წესს.

6.ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებსა და უცხოური ბანკების ფილიალებს განუსაზღვრავენ შესაბამისი შენატანის სარეზოლუციო ფონდში გადარიცხვით განხორციელების ვალდებულებას. აღნიშნული შენატანი თითოეული საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკისა და უცხოური ბანკის ფილიალისთვის ობიექტური და პროპორციული კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება. პროპორციულობის კრიტერიუმი გულისხმობს შენატანის იმ ვალდებულებების პროპორციულად განხორციელებას, რომლებიც არ მოიცავს ისეთ ვალდებულებას, რომელიც იმავდროულად არის საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი ან დაზღვეული დეპოზიტი. ობიექტურობის კრიტერიუმი მოიცავს კომერციული ბანკის რისკის პროფილს.

7.ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შენატანის დაკისრების კრიტერიუმები და შენატანის განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის ერთობლივი სამართლებრივი აქტით, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად დაადგენს შენატანის დაკისრების საფუძვლებს, გამონაკლისებს, რისკის პროფილის ელემენტებს, შენატანის ზედა ზღვარს, მისი განხორციელების პერიოდულობასა და ვადას. შენატანის ზედა ზღვარი დგინდება იმ პრინციპის გათვალისწინებით, რომ შენატანის განხორციელება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს კომერციული ბანკის ლიკვიდურობას ან გადახდისუნარიანობას. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5654 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის ორგანული კანონი №3949 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №61 · ძალაშია 28 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 ოქტ. 2009 – 31 დეკ. 2019 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 55³შემდეგი მუხლი 55⁵

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №67

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 3 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

კომერციული ბანკები… 37¹²მუხლი 55⁵

მიუთითებენ მასზე

მუხლი 55⁵

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 37⁸დროებითი ბანკი
  • 37²გადახდების განხორციელების შეჩერება და სამართლებრივი პროცედურების განხორციელების შეზღუდვა რეზოლუციის რეჟიმში

სახელმწიფო ვალის შესახებ

  • 38სახელმწიფო გარანტიის გაცემის აუცილებელი პირობები
  • 33სახელმწიფო საგარეო ვალების ხარჯზე გაცემული კრედიტების დაბრუნება
  • 2საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილება სახელმწიფო კრედიტებზე ხელშეკრულებების დადებასა და კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 23სახელმწიფო ვალის აღებისა და სახელმწიფო გარანტიების გაცემის პროცედურები
  • 96ფინანსური დახმარების განაცხადის მომზადებისა და წარდგენის ვადები
  • 21სესხის აღებისა და სახელმწიფო გარანტიების გაცემის უფლებამოსილება

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 90²სახელმწიფო ორგანოების მიერ პერიოდულად შესასრულებელი ფინანსური ვალდებულებების თაობაზე გადაწყვეტილებების აღსრულება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 36სესხის აღებისა და გაცემის უფლება
  • 20ფინანსური დახმარების განაცხადის მომზადებისა და   წარდგენის ვადები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 363¹⁷დროებითი მხარდაჭერა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
90²363¹⁷3833237¹²37⁸37²23962155⁵362055⁴
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ეროვნული ბ…კომერციული ბანკების სა…სახელმწიფო ვალის შესახ…საქართველოს საბიუჯეტო …სააღსრულებო წარმოებათა…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №67 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026