სახელმწიფო ვალის შესახებ

მუხლი 38. სახელმწიფო გარანტიის გაცემის აუცილებელი პირობები

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს პარლამენტის დადგენილების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო გარანტიის გაცემისას აუცილებლად დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკურ აგენტს შორის უნდა დაიდოს ხელშეკრულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო კრედიტების დასაფარავად მიმართული სახსრების მთლიანად დაბრუნებას, კერძოდ: ა.ა) გირავნობის ხელშეკრულება; ა.ბ) ხელშეკრულება სავალო ვალდებულებების დათმობაზე; ა.გ) ხელშეკრულება, რომელიც უფლებას იძლევა მოიხსნას სახსრები ეკონომიკური აგენტის საანგარიშსწორებო ან სადეპოზიტო ანგარიშებიდან; ა.დ) შეთანხმება, რომელშიც მითითებულია ეკონომიკური აგენტის საბანკო ანგარიშებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უპირობო კონტროლის უფლება; ბ) საშინაო კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების თანხამ არ უნდა გამოიწვიოს საბანკო სისტემის მიმართ ვალდებულებების ლიმიტის ზრდა, რომელიც განსაზღვრულია მოცემული პერიოდისათვის მონეტარული პოლიტიკის შესაბამისად; გ) ეკონომიკურმა აგენტმა რისკის ფონდში გადარიცხვა უნდა აწარმოოს დადგენილი მოცულობითა და განსაზღვრულ ვადაში.

2.სახელმწიფო გარანტიები საშინაო კრედიტებზე სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ ფარგლებში უპირატესად მიეცემათ საქართველოს იმ საწარმოებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან ბიუჯეტიდან დასაფინანსებელ დაწესებულებებს.

3.სახელმწიფო გარანტიები საგარეო კრედიტებზე შეიძლება გაიცეს მხოლოდ საქართველოსათვის პირველი რიგის მნიშვნელობის პროექტების დასაფინანსებლად. ამასთან, შერჩევის კრიტერიუმები იგივე უნდა იყოს, რაც დადებული ხელშეკრულებებით მოზიდული საგარეო კრედიტების დროს.

4.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განსაზღვრავს გარანტიებზე დადებული ხელშეკრულებების ფორმას და მოქმედების ვადებს, რომელთაც ათანხმებს საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1276 - ვებგვერდი, 08.10.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 20 ნოე. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
573544523215955⁴3059587038
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო ვალის შესახ…საქართველოს საბიუჯეტო …საჯარო შესყიდვების შეს…საქართველოს საბაჟო კოდ…სახელმწიფო შესყიდვების…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა