Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბიუჯეტო კოდექსიმუხლი 59

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

მუხლი 59. სესხის გაცემის საფუძველი

რედაქცია №69 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის გაცემა და მისი კონტროლი ხორციელდება ამ თავით დადგენილი პირობებისა და წესების შესაბამისად. სესხის გაცემასთან, სესხის მიზნობრივი გამოყენების კონტროლთან და სესხის დაფარვის შესრულებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კოდექსითა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

2.ამ თავის ნორმები არ ვრცელდება: ა) უცხოელი დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში გასაცემ სესხებზე; ბ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე გასაცემ სესხებზე; გ) ამ კოდექსის ამოქმედებამდე გაცემულ სესხებზე, გარდა ამავე კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა; დ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გაცემულ სესხზე, რომლის გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნული ბანკის ერთობლივი სამართლებრივი აქტით.

3.სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხი გაიცემა მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, რომელშიც უნდა განისაზღვროს: ა) სესხის მიზნობრიობა; ბ) სესხის გაცემის წყარო (სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი, საბიუჯეტო დაწესებულების ასიგნება ან/და სხვა); გ) ამ კოდექსით გათვალისწინებული სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ან/და გამონაკლისი შემთხვევა; დ) სესხის გამცემი, სესხის გამომყოფი, სესხის მიმღები, კონტროლის განმახორციელებელი და სესხის ხელშეკრულების მონაწილე სხვა მხარეები; ე) სესხის ოდენობა; ვ) სესხით სარგებლობის წლიური საპროცენტო განაკვეთი; ზ) სესხით სარგებლობის და სესხის დაბრუნების ვადები.

4.განკარგულებით შესაძლებელია განისაზღვროს ასევე სხვა პირობები, რომლებიც აუცილებელია სესხის გაცემისა და დაბრუნებისათვის, მისი მიზნობრივი და ეფექტიანი გამოყენებისათვის. საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3265 - სსმ I, №32 06.07.2010 წ., მუხ.198 საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1599 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5670 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

წინა მუხლი 58შემდეგი მუხლი 60

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №69

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 24სესხის გაცემის უფლებამოსილება
  • 64სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების რეესტრი
  • 21სესხის აღებისა და სახელმწიფო გარანტიების გაცემის უფლებამოსილება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 36სესხის აღებისა და გაცემის უფლება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 9მიკროსესხის გაცემის პირობები

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 31ეროვნული ბანკის სასესხო და სადეპოზიტო ოპერაციები
  • 52²სესხის გამცემი სუბიექტის საქმიანობის ზედამხედველობა და ინფორმაციის კონფიდენციალურობა

სახელმწიფო ვალის შესახებ

  • 38სახელმწიფო გარანტიის გაცემის აუცილებელი პირობები

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 15სესხის გაცემის პირობები და მიზანი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 153⁸სესხის გაცემის წესის დარღვევა

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 100მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღება და გრანტის მიღება

საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

  • 18ბიუჯეტების შესრულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
159153⁸382464213152²181003659
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბიუჯეტო …აჭარის ავტონომიური რეს…მიკროსაფინანსო ორგანიზ…საქართველოს ეროვნული ბ…სახელმწიფო ვალის შესახ…არასაბანკო სადეპოზიტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026