აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

მუხლი 36. სესხის აღებისა და გაცემის უფლება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 16 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების პროცესში, შემოსავლების უკმარისობის შემთხვევაში, დროებით წარმოქმნილ ფინანსურ სიძნელეებთან დაკავშირებით, რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული გადასახდელების დასაფინანსებლად, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას უფლება აქვს აიღოს სესხი  საქართველოს მთავრობისაგან ან/და სხვა წყაროებიდან მხოლოდ საქართველოს  მთავრობის ნებართვით.

2.საბიუჯეტო სახსრები შეიძლება მიიმართოს დასაქმებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობისათვის.  ამ მიზნით შეიძლება გაიცეს სესხები კონკურსის წესით, რესპუბლიკური ბიუჯეტის  მთლიანი ასიგნების ოდენობის არაუმეტეს  2%-ის ფარგლებში.

3.რესპუბლიკური ბიუჯეტიდან სესხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს  ფინანსთა სამინისტროს თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.რესპუბლიკური ბიუჯეტიდან სესხი გაიცემა მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის  ან  ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულების საფუძველზე.

5.რესპუბლიკური ბიუჯეტიდან სესხის გაცემისათვის გამოიყენება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის გაცემის ანალოგიური ნორმები, გათვალისწინებული საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით. თავი VI შემოსულობების განაწილება ბიუჯეტებს შორის

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8²66245921311001221735313236
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბიუჯეტო …აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა