მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

მუხლი 9. მიკროსესხის გაცემის პირობები

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾300-დან

ირაკლი ღლონტისალომე ოსეფაშვილიავთანდილ კუჭავა

1.მიკროსესხის გაცემის თაობაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და მსესხებელს შორის იდება წერილობითი საკრედიტო ხელშეკრულება ამ კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.

2.ამ მუხლით გათვალისწინებული სესხი შეიძლება იყოს ჯგუფური ან ინდივიდუალური, უზრუნველყოფილი ან საბლანკო. მიკროსესხის გაცემის წესებს და პირობებს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.

3.საპროცენტო განაკვეთის ოდენობას, საკომისიო გასამრჯელოს და მომსახურების გადასახდელს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.

4.მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შეუძლია განახორციელოს კონტროლი მსესხებლის მიერ კრედიტის გამოყენების მიზნობრიობაზე, ხოლო მსესხებელი ვალდებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოს ასეთი კონტროლის განხორციელების შესაძლებლობით. თუ მსესხებელი არ შეასრულებს კრედიტის მიზნობრივად გამოყენების ვალდებულებას, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას უფლება აქვს უარი თქვას კრედიტის გაცემის თაობაზე ხელშეკრულების შესრულებაზე გაუცემელი კრედიტის ნაწილში და მოითხოვოს კრედიტის გაცემული ნაწილის ვადამდე დაფარვა.

5.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დაუწესოს მის მიერ გაცემული მიკროსესხების რეფინანსირების ან საკუთარი სახსრებით დაფარვის შედეგად წინსწრებით დაფარვის საკომისიოს პირობები და ზღვრული ოდენობა. საქართველოს 2013 წლის 6 მარტის კანონი №263 - ვებგვერდი, 20.03.2013წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4198 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №442 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • დაუშვებლობა (T5)

    როდის არის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები სავალდებულო საკასაციო სასამართლოსათვის?

    კრედიტორმა მსესხებლისა და სოლიდარული თავდებისაგან სესხის დავალიანების, სარგებლის, დაზღვევის თანხის, საკომისიოსა და პირგასამტეხლოს გადახდა მოითხოვა. მოპასუხეები, სხვა საკითხებთან ერთად, სესხის დაპირების შესახებ ზეპირ შეთანხმებასა და ვალდებულების შემცირებაზე მიუთითებდნენ. უზენაესმა სასამართლომ დასაშვებობის შემოწმებისას დაადგინა, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივი დასკვნების წინააღმდეგ დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ და სესხის დაპირების წერილობითი ხელშეკრულება არ დაუდასტურებიათ. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 1 ივლ. 2019-დან · იცვლება 1 იან. 2027-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-5 პუნქტში მიკროსესხების რეფინანსირებით ან საკუთარი სახსრებით წინსწრებით დაფარვის საკომისიოს პირობებისა და ზღვრული ოდენობის დაწესების უფლებამოსილება ეროვნულ ბანკს აქვს.

  2. მე-9 მუხლის მე-5 პუნქტში წინსწრებით დაფარვის საკომისიოს პირობებისა და ზღვრული ოდენობის დაწესების უფლებამოსილება ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოზე გადავიდა.

  3. მე-9 მუხლს დაემატა მე-5 პუნქტი, რომელიც ეროვნულ ბანკს აძლევს უფლებამოსილებას დაადგინოს წინსწრებით დაფარვის საკომისიოს პირობები და ზღვრული ოდენობა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1554362575259318428469
მნიშვნელობით ახლოსმიკროსაფინანსო ორგანიზ…არასაბანკო სადეპოზიტო …საქართველოს ეროვნული ბ…საქართველოს საბიუჯეტო …მიკრობანკების საქმიანო…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა