საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

მუხლი 91¹. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი

რედაქცია №69 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შეიძლება შეიქმნას ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, რომლის განკარგვა ხორციელდება ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

2.ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხებს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყოფს საფინანსო ორგანო.

3.ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ოდენობა განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით.

4.თუ ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს, საფინანსო ორგანოს წარდგინებით ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის თაობაზე. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №98 - ვებგვერდი, 23.12.2016წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შეიძლება შეიქმნას ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, რომლის განკარგვა ხორციელდება ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. 2. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხებს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყოფს საფინანსო ორგანო. 3. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ოდენობა განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით. 4. თუ ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს, საფინანსო ორგანოს წარდგინებით ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის თაობაზე. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №98 - ვებგვერდი, 23.12.2016წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №26 · ძალაშია 1 იან. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 დეკ. 2009 – 1 იან. 2017 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
29139099153815213220151891¹
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საბიუჯეტო …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს 2026 წლის …მაღალმთიანი რეგიონების…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №69 · ბოლოს შემოწმდა