Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიმუხლი 153

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

მუხლი 153. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

რედაქცია №81 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.სამთავრობო კომისია ამზადებს ამ კანონის 152-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი ახალი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შედგენის, საბიუჯეტო შემოსულობებისა და გადასახდელების გადანაწილების დროებით წესს 2014 წლის ბოლომდე პერიოდისთვის, აგრეთვე ამ მუნიციპალიტეტებს შორის ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების წესს.

2.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას არაუგვიანეს 2014 წლის 31 მაისისა.

3.იმ თვითმმართველ ერთეულებში, რომელთა გაუქმების შედეგად ამ კანონის 151-ე და 152-ე მუხლების საფუძველზე ახალი მუნიციპალიტეტები იქმნება, 2014 წლის 1 მაისამდე ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად იქმნება დროებითი სამუშაო ჯგუფი. დროებითი სამუშაო ჯგუფი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესების საფუძველზე უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტებს შორის ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების შესახებ წინადადებების მომზადებას და დასამტკიცებლად საკრებულოსთვის წარდგენას. შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს არაუგვიანეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნებისა.

4.ახალი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში შემოსულობების შეუფერხებელი ასახვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2014 წლის 1 ივნისამდე ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.

5.2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების საკრებულოების პირველ სხდომას იწვევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში.

6.2014 წლის 1 ივნისამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უზრუნველყოფენ ამ კანონის 152-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი მუნიციპალიტეტების 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდგომი პერიოდის ბიუჯეტების შედგენის დროებითი წესის მომზადებას და დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობისთვის წარდგენას. არსებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება უწყდება ახალარჩეული საკრებულოს ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შექმნილი ახალი მუნიციპალიტეტების ერთ-ერთი საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე.

7.2018 წლის 1 იანვრამდე მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება იმ სააქციო საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ამ კანონის 106 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №100 - ვებგვერდი, 23.12.2016წ.

წინა მუხლი 152შემდეგი მუხლი 154

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-27 · №81

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 106¹მუხლი 152

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 158ახალშექმნილი მუნიციპალიტეტების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
  • 152მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაცია
  • 150ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები და უფლებამოსილების ვადა

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 77მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოსთვის წარდგენა
  • 82მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განწერა
  • 79მიზნობრივი ტრანსფერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინება

სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

  • 9—

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 67ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისათვის აუცილებელი სამართლებრივი ბაზის შექმნა
  • 65²ადგილობრივი თვითმმართველობის დროებითი უფლებამოსილება

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 48ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 38მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მონაწილეობა საკრებულოების არჩევნების მომზადებაში

საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

  • 37ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9386765²778279152106¹1581504837153
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს საბიუჯეტო …სამეწარმეო საქმიანობის…ადგილობრივი თვითმმართვ…ნარჩენების მართვის კოდ…ადგილობრივი წარმომადგე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 27 მაი. 2026