Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბიუჯეტო კოდექსიმუხლი 98

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

მუხლი 98. მხარჯავი დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო განაცხადების წარდგენა

რედაქცია №69 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მხარჯავი დაწესებულებების ხელმძღვანელები საფინანსო ორგანოს საბიუჯეტო განაცხადებს წარუდგენენ არა უგვიანეს 25 აგვისტოსი. საბიუჯეტო განაცხადი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას: ა) გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის: ა.ა) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას საბიუჯეტო კლასიფიკაციის (გარდა პროგრამული კლასიფიკაციისა) ყველაზე დაბალი თანრიგის მიხედვით; ა.ბ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით; ა.გ) მხარჯავი დაწესებულებისათვის დამტკიცებულ და საპროგნოზო დასაქმებულთა რიცხოვნობას; ა.დ) ინფორმაციას დონორების მიერ დაფინანსებული პროექტებისა და ამ პროექტების თანადაფინანსებისა და თანამონაწილეობისათვის გათვალისწინებული ასიგნებების შესახებ; ა.ე) ინფორმაციას ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1 .ბ“ და „ბ 2 .ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ; ბ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან განსახორციელებელ პროგრამებსა და ქვეპროგრამებს, მათ დაფინანსებას, აღწერას, მიზნებს, მოსალოდნელ შედეგებს და მათი შესრულების შეფასების ინდიკატორებს; გ) ინფორმაციას საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ, ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.

1¹.ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ამ კოდექსით საბიუჯეტო განაცხადის წარდგენისათვის გათვალისწინებულ ვადაში წარადგენენ ამ კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაციები.

2.მხარჯავი დაწესებულების მიერ ამ კოდექსის 95-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ.გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზღვრული მოცულობების ზევით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საბიუჯეტო განაცხადის წარდგენა დასაშვებია მხოლოდ საბიუჯეტო განაცხადით გათვალისწინებული ფორმით.

3.თუ საბიუჯეტო განაცხადში ასახული ინფორმაცია განსხვავებული იქნება ამ კოდექსის 95-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ.ბ“, „გ.გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისაგან, მხარჯავმა დაწესებულებამ საბიუჯეტო განაცხადთან ერთად საფინანსო ორგანოში უნდა წარადგინოს ინფორმაცია ამ განსხვავების მიზეზების შესახებ.

4.საერთო - რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში ასახვას უზრუნველყოფს ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანო . საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189 საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №117 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2384 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მხარჯავი დაწესებულებების ხელმძღვანელები საფინანსო ორგანოს საბიუჯეტო განაცხადებს წარუდგენენ არა უგვიანეს 25 აგვისტოსი. საბიუჯეტო განაცხადი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას: ა) გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის: ა.ა) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას საბიუჯეტო კლასიფიკაციის (გარდა პროგრამული კლასიფიკაციისა) ყველაზე დაბალი თანრიგის მიხედვით; ა.ბ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით; ა.გ) მხარჯავი დაწესებულებისათვის დამტკიცებულ და საპროგნოზო დასაქმებულთა რიცხოვნობას; ა.დ) ინფორმაციას დონორების მიერ დაფინანსებული პროექტებისა და ამ პროექტების თანადაფინანსებისა და თანამონაწილეობისათვის გათვალისწინებული ასიგნებების შესახებ; ა.ე) ინფორმაციას ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1 .ბ“ და „ბ 2 .ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ; ბ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან განსახორციელებელ პროგრამებსა და ქვეპროგრამებს, მათ დაფინანსებას, აღწერას, მიზნებს, მოსალოდნელ შედეგებს და მათი შესრულების შეფასების ინდიკატორებს; გ) ინფორმაციას საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ, ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მეთოდოლოგიის შესაბამისად. 1 1 . ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ამ კოდექსით საბიუჯეტო განაცხადის წარდგენისათვის გათვალისწინებულ ვადაში წარადგენენ ამ კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაციები. 2. მხარჯავი დაწესებულების მიერ ამ კოდექსის 95-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ.გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზღვრული მოცულობების ზევით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საბიუჯეტო განაცხადის წარდგენა დასაშვებია მხოლოდ საბიუჯეტო განაცხადით გათვალისწინებული ფორმით. 3. თუ საბიუჯეტო განაცხადში ასახული ინფორმაცია განსხვავებული იქნება ამ კოდექსის 95-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ.ბ“, „გ.გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისაგან, მხარჯავმა დაწესებულებამ საბიუჯეტო განაცხადთან ერთად საფინანსო ორგანოში უნდა წარადგინოს ინფორმაცია ამ განსხვავების მიზეზების შესახებ. 4. საერთო - რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში ასახვას უზრუნველყოფს ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანო . საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189 საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №117 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2384 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №53 · ძალაშია 29 დეკ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2022 – 1 იან. 2023 ტექსტი უცნობია

  2. 21 დეკ. 2011 – 1 იან. 2014 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 97შემდეგი მუხლი 99

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №69

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 12 რედაქცია
  • 4 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 6მუხლი 9მუხლი 95მუხლი 97

მიუთითებენ მასზე

მუხლი 116

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 36საბიუჯეტო განაცხადების წარდგენა
  • 35საბიუჯეტო განაცხადი და ზღვრული მოცულობები
  • 97საბიუჯეტო განაცხადი და ზღვრული მოცულობები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 25მხარჯავი დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო  განაცხადების წარდგენა
  • 24საბიუჯეტო განაცხადი  და ზღვრული მოცულობები
  • 34რესპუბლიკური ბიუჯეტის განწერა

პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

  • 20 (დანართი 1)შეფასების ანგარიშის წარდგენა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 153დეკლარაციის წარდგენა
  • 191დეკლარაციის წარდგენა

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 75¹⁶ (დანართი 1)განცხადების წარდგენის ვადები
  • 40 (დანართი 1)მოგების გადასახადის დეკლარაცია
  • 37 (დანართი 1)გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
976995116363515375¹⁶ …40 (დ…37 (დ…20 (დ…25243498
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბიუჯეტო …აჭარის ავტონომიური რეს…პროფესიული საჯარო მოხე…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №69 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026