1.პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია შექმნას პირობები, რათა ბრალდებულმა/ მსჯავრდებულმა მიიღოს ზოგადი და პროფესიული განათლება.
2.პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია დაწესებულებაში მოაწყოს ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში უნდა იყოს როგორც საგანმანათლებლო ლიტერატურა, ისე ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გასაგებ ენაზე თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო კანონმდებლობა. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332 საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №943 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

