საბიბლიოთეკო მომსახურების ძირითადი ამოცანებია: ა) მკითხველთა სწრაფი და სრული დაკმაყოფილება მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (ბეჭდური, ხელნაწერი და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალები); ხელსაყრელი პირობების შექმნა პიროვნების შემოქმედებითი განვითარებისათვის; ბ) შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება, დაცვა და ამ დოკუმენტებით მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის მომსახურება როგორც ადგილზე გაცემით, ისე ასლების გაგზავნით ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტით და საერთაშორისო წიგნთგაცვლის საშუალებით; გ) ბავშვთა და მოზარდთა საბიბლიოთეკო მომსახურება სასკოლო, დამოუკიდებელი საბავშვო ბიბლიოთეკებით ან მასობრივ ბიბლიოთეკებში სპეციალური საბავშვო განყოფილებებისა და ფონდების შექნის გზით. სასკოლო ბიბლიოთეკების საქმიანობა განიხილება როგორც სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის შემადგენელი ნაწილი; დ) ხანდაზმულთა და იმ პირთა, რომელთაც აქვთ შესაძლებლობის შეზღუდვა, სპეციალიზებული საბიბლიოთეკო მომსახურება; ე) პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა საბიბლიოთეკო მომსახურება. საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2723 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.59 საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3558 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №855 - ვებგვერდი, 03.07.2025წ.
მუხლი 2. საბიბლიოთეკო მომსახურების ძირითადი ამოცანები
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №10 · ძალაშია 3 ივლ. 2025-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 1 ოქტ. 2010 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტში ტერმინები „მოხუცთა და ინვალიდთა“ შეიცვალა ტერმინებით „ხანდაზმულთა და იმ პირთა, რომელთაც აქვთ შესაძლებლობის შეზღუდვა“; დანარჩენი ამოცანები უცვლელია.
- · გამოქვეყნდა 18 მაი. 2015
- · გამოქვეყნდა 24 მარ. 2010
მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტში მსჯავრდებულთა საბიბლიოთეკო მომსახურების ადგილის აღმნიშვნელი ფორმულირება „სასჯელის მოხდის ადგილები“ შეიცვალა ფორმულირებით „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება“.
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მარიამ ბერძული
მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

