1.თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან მსჯავრდებული თავისუფლდება: ა) სასჯელის მოხდის შემდეგ; ბ) სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისას; გ) სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლისას; დ) განაჩენის კანონით დადგენილი წესით შეცვლის ან გაუქმების გამო; ე) ამნისტიით ან შეწყალებით; ვ) ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ზ) სასამართლოს მიერ განაჩენის აღსრულების გადავადების შემთხვევაში.
2.იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, რომლებიც მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველია, ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №943 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3128 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

