1.დაკავებული უნდა გათავისუფლდეს, თუ:
ა) არ დადასტურდა ეჭვი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული;
ბ) არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ;
გ) გავიდა დაკავების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;
დ) არ იქნა მიღებული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის თანხმობა დაკავებაზე;
ე) დაკავებისას არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონი;
ვ) სისხლის სამართლის პროცესის მიზნების მისაღწევად დაკავება აღარ არის აუცილებელი.
2.დაკავებული თავისუფლდება პროკურორის ან მოსამართლის გადაწყვეტილებით.
3.დაკავებული თავისუფლდება დაკავებულთა ყოფნის ადგილის უფროსის დადგენილებით, თუ გავიდა დაკავების ვადა.
4.გათავისუფლებისას დაკავებულს გადაეცემა გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ასლი.
5.იმის მიუხედავად, იქნება თუ არა დაკავებული მსჯავრდებული, მას უკანონო და დაუსაბუთებელი დაკავების შედეგად მიყენებული ზიანი სრული მოცულობით აუნაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
6.პროკურორის დადგენილებით შესაძლებელია ბრალდებულის დროებით გამოყვანა დაკავების ადგილიდან მის მიერ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩასატარებელია ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომელში მონაწილეობაც მოითხოვს დაკავებულის თანხმობას. დაკავებულს საგამოძიებო მოქმედების დასრულებისთანავე, დაუყოვნებლივ აბრუნებენ დაკავების ადგილას.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დაკავებული უნდა გათავისუფლდეს, თუ:ა) არ დადასტურდა ეჭვი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული;ბ) არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ;გ) გავიდა დაკავების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;დ) არ იქნა მიღებული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის თანხმობა დაკავებაზე;ე) დაკავებისას არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონი;ვ) სისხლის სამართლის პროცესის მიზნების მისაღწევად დაკავება აღარ არის აუცილებელი.2. დაკავებული თავისუფლდება პროკურორის ან მოსამართლის გადაწყვეტილებით.3. დაკავებული თავისუფლდება დაკავებულთა ყოფნის ადგილის უფროსის დადგენილებით, თუ გავიდა დაკავების ვადა.4. გათავისუფლებისას დაკავებულს გადაეცემა გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ასლი.5. იმის მიუხედავად, იქნება თუ არა დაკავებული მსჯავრდებული, მას უკანონო და დაუსაბუთებელი დაკავების შედეგად მიყენებული ზიანი სრული მოცულობით აუნაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.6. პროკურორის დადგენილებით შესაძლებელია ბრალდებულის დროებით გამოყვანა დაკავების ადგილიდან მის მიერ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩასატარებელია ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომელში მონაწილეობაც მოითხოვს დაკავებულის თანხმობას. დაკავებულს საგამოძიებო მოქმედების დასრულებისთანავე, დაუყოვნებლივ აბრუნებენ დაკავების ადგილას.საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №111 · ძალაშია 29 ოქტ. 2019-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს კონსტიტუცი…პენიტენციური კოდექსისისხლის სამართლის საერ…საქართველოს ადმინისტრა…ხელშეკრულება საქართველ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა