პატიმრობის კოდექსი

მუხლი 57³. პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლი

რედაქცია №43კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლი არის ამ დაწესებულების გარე დამცავი ზღუდის გარე პერიმეტრი.

2.პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლის რადიუსი შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების გარე ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით ინდივიდუალურად განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. პენიტენციური დაწესებულებისათვის შესაძლებელია განისაზღვროს გარე აკრძალული ზოლის რამდენიმე რადიუსი.

3.პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლის რადიუსი შემოღობილი უნდა იყოს ან/და გარე აკრძალული ზოლის საზღვართან შესაბამისი ამკრძალავი ნიშნები უნდა განთავსდეს.

4.პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში დაუშვებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევა, კერძოდ, ამ ზოლში ყოფნა ან/და სატრანსპორტო საშუალების შეყვანა (გარდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შემთხვევისა), პიროტექნიკური ნაწარმის, ფეიერვერკის, მომწამლავი, ადვილად აალებადი ან/და სხვა ნივთის/ნივთიერების შეტანა ან/და გამოყენება, წაქეზება/მოწოდება კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისკენ/არეულობისკენ/დაუმორჩილებლობისკენ, აგრეთვე უკანონო ფორმით პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირისთვის ინფორმაციის მიწოდება პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლიდან ან მისი მიმდებარე ტერიტორიიდან. აკრძალულია აგრეთვე ნივთის ან/და ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით პენიტენციურ დაწესებულებაში შეტანა ან/და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირისთვის გადაცემა.

5.ამ მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6.ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის მიერ სამსახურის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ან/და სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, სამართალდარღვევის აღკვეთის ან სამართალდამრღვევის გამოვლენის მიზნით მიმართოს პოლიციას. პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე და განახორციელოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოქმედებები.

7.აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში და მისგან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე.

8.პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლიდან 100 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე ნებისმიერი მშენებლობა უნდა შეთანხმდეს სამსახურთან. ამასთანავე, სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები პენიტენციური დაწესებულების გამართული ფუნქციონირებისათვის. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №943 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3128 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
378¹378²36177¹³9256 (და…57³865615757³
მნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…შეკრებებისა და მანიფეს…საქართველოს სისხლის სა…რადიოაქტიური ნარჩენები…კულტურული მემკვიდრეობი…