პატიმრობის კოდექსი

მუხლი 71⁸. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის დისციპლინური სახდელის სახეები

რედაქცია №43კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია დისციპლინური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური სახდელის შემდეგი სახეები: ა) გაფრთხილების მიცემა; ბ) საყვედურის გამოცხადება; გ) მუშაობის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით; დ) ნებადართული ნივთებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით; ე) ამანათებისა და გზავნილების მიღების უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით; ვ) სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღემდე ვადით; ზ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით; (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 71 8 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის და 88-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც დისციპლინური სახდელის მოქმედების დროს და ასევე სამარტოო საკანში ყოფნის პერიოდში ბრალდებულს/მსჯავრდებულს ბლანკეტურად უზღუდავს სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე დაკავშირების შესაძლებლობას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება №1/3/1441 – ვებგვერდი, 08.07.2021წ. თ) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღებისა და გაგზავნის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით; ი) პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით; კ) ფულადი გზავნილის მიღებისა და გაგზავნის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით; ლ) ამ კოდექსის 71 6 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა 2 თვემდე ვადით.

1¹.ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად.

2.თუ მსჯავრდებული არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, არღვევს პენიტენციური დაწესებულების დებულებით დადგენილ მოთხოვნას ან/და თუ მან ქცევა ამ დაწესებულებაში მკვეთრად უარყოფითად შეიცვალა, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი სამსახურის გენერალურ დირექტორს მიმართავს შუამდგომლობით მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №943 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3128 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება №1/3/1441 – ვებგვერდი, 08.07.2021წ. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №979 – ვებგვერდი, 05.11.2021წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1323 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. თავი XII. ქალი მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის მოხდის თავისებურებანი

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

2

საკონსტიტუციო სასამართლომ ამ მუხლის ნორმა ან ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურად ცნო

  • №1/3/144105.07.2021გადაწყვეტილება(1, „ზ“)
    ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურია

    საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

    არაკონსტიტუციურია ნორმატიული შინაარსი, რომელიც დისციპლინური სახდელის მოქმედებისას მსჯავრდებულს ბლანკეტურად უზღუდავს სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე დაკავშირების შესაძლებლობას.

    ძალის დაკარგვის თარიღი: 05.07.2021§36§68
  • №1/1/144111.03.2021საოქმო ჩანაწერი(1, „ზ“)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11²⁰11²¹59¹4¹ (დ…3 (და…5 (და…92913772349771⁸
მნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსიარასრულწლოვანთა მართლმ…პოლიციის შესახებსაქართველოს შინაგან სა…დანაშაულის პრევენციის,…საქართველოს სახელმწიფო…