Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპოლიციის შესახებმუხლი 59¹

პოლიციის შესახებ

მუხლი 59¹. დისციპლინური სახდელის სახეები და დისციპლინური სამართალწარმოება

რედაქცია №45 კონსოლიდირებული · 17 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.პოლიციელს ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურეს ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი.

2.დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ფულადი სარგოსა და ნამსახურები წლებისთვის გათვალისწინებული დანამატის დაკავება; ვ) ფულადი სარგოსა და ნამსახურები წლებისთვის გათვალისწინებული დანამატის 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით; ზ) სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; თ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ი) სამსახურიდან დათხოვნა/თანამდებობიდან გათავისუფლება.

3.პოლიციელისთვის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმე და შედეგები, მისი ჩადენის გარემოებები, აგრეთვე პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის პიროვნება და მისი დამსახურება.

4.ამ კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შემთხვევაში სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია პოლიციელს ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურეს მოსთხოვოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა)) ორგანიზატორის საბანკო ანგარიშიდან საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში მის სახელზე რეგისტრირებულ ანგარიშზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის 10 სამუშაო დღის ვადაში წარდგენა. სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებიდან თავად გამოითხოვოს.

5.ამ კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის „კ“, „მ“, „ჟ“ ან „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, აგრეთვე იმავე პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ძალადობის ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური ძალადობის ან/და სექსუალური ძალადობის ჩადენის ფაქტზე პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის მიმართ დისციპლინური სახდელის სახედ გამოიყენება სამსახურიდან დათხოვნა/თანამდებობიდან გათავისუფლება.

6.ამ კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის მიმართ დისციპლინური სახდელის სახედ შენიშვნის გამოყენება დაუშვებელია.

7.დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და მოხსნის უფლება აქვს მინისტრს ან მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებით“ დადგენილი წესის შესაბამისად.

8.დისციპლინური გადაცდომის სხვა სახეებს, შრომის დისციპლინის დარღვევის სახეებს, დისციპლინური სამართალწარმოების, პოლიციელისთვის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და მისი მოხსნის წესს, აგრეთვე დისციპლინური გადაცდომის გამოვლენისა და დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და მოქმედების ვადებს ამტკიცებს მინისტრი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებით“. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 06.03.2025წ. თავი X გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №39 · ძალაშია 1 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 ოქტ. 2013 – 1 ივნ. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივნ. 2025· გამოქვეყნდა 6 მარ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 59შემდეგი მუხლი 60

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 მარ. 2026 · №45

  • 1 ცვლილება · ბოლო 6 მარ. 2025
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 59

მიუთითებენ მასზე

მუხლი 59

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პოლიციის შესახებ

  • 59პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის პასუხისმგებლობა

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 14³³აღსრულების პოლიციელის დისციპლინური პასუხისმგებლობა
  • 14³⁴აღსრულების პოლიციელისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და გამოყენების წესი

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11¹⁹დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი და მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომის სახეები
  • 11²⁰დისციპლინური სახდელები
  • 11²¹დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და გამოყენების ზოგადი წესი

ფინანსური პოლიციის შესახებ

  • 22პოლიციის თანამშრომლის პასუხისმგებლობა

პენიტენციური კოდექსი

  • 20მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომები და დისციპლინური სახდელები
  • 72დისციპლინური სახდელის სახეები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 21სამსახურის თანამშრომლის პასუხისმგებლობა

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 56მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომისა და დისციპლინური სახდელის სახეები

თავდაცვის კოდექსი

  • 138დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები, სახეები და დაკისრების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2214³³14³⁴11¹⁹11²⁰11²¹215956138207259¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსპოლიციის შესახებსააღსრულებო წარმოებათა…დანაშაულის პრევენციის,…ფინანსური პოლიციის შეს…პენიტენციური კოდექსისაქართველოს ფინანსთა ს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 მარ. 2026 · რედაქცია №45 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026