პენიტენციური კოდექსი

მუხლი 97. ბრალდებულის/მსჯავრდებულის წახალისება

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მსჯავრდებულის წახალისების სახეებია: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; გ) დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მიცემა; დ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლის უფლების მიცემა; ე) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; ვ) სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა; ზ) სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც ამ კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული არ არის; თ) დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; ი) დამატებითი ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; კ) ამანათით ან ფოსტით ისეთი ნივთების, ნივთიერებების ან/და ნაკეთობების მიღების უფლების მიცემა, რომელთა ქონის უფლებაც მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში, ჩვეულებრივ, არ აქვს, მაგრამ რომელთა ქონაც აკრძალული არ არის; ლ) დამატებითი საოჯახო პაემნის უფლების მიცემა; მ) კომპიუტერით სარგებლობის უფლების მიცემა ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გარეშე.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილის: ა) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების სახე არ გამოიყენება დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების მიმართ; ბ) „ე“−„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების სახეები არ გამოიყენება გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ; გ) „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების სახე გამოიყენება მხოლოდ გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ; დ) „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების სახე გამოიყენება მხოლოდ ქალი მსჯავრდებულის მიმართ; ე) „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების სახე გამოიყენება მხოლოდ დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ.

3.ბრალდებულის მიმართ გამოიყენება მხოლოდ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების სახეები.

4.ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ წახალისების სახის გამოყენებისას გაითვალისწინება მისი საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის ფაქტი და ხარისხი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მსჯავრდებულის წახალისების სახეებია: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; გ) დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მიცემა; დ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლის უფლების მიცემა; ე) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; ვ) სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა; ზ) სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც ამ კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული არ არის; თ) დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; ი) დამატებითი ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; კ) ამანათით ან ფოსტით ისეთი ნივთების, ნივთიერებების ან/და ნაკეთობების მიღების უფლების მიცემა, რომელთა ქონის უფლებაც მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში, ჩვეულებრივ, არ აქვს, მაგრამ რომელთა ქონაც აკრძალული არ არის; ლ) დამატებითი საოჯახო პაემნის უფლების მიცემა; მ) კომპიუტერით სარგებლობის უფლების მიცემა ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გარეშე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის: ა) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების სახე არ გამოიყენება დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების მიმართ; ბ) „ე“−„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების სახეები არ გამოიყენება გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ; გ) „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების სახე გამოიყენება მხოლოდ გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ; დ) „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების სახე გამოიყენება მხოლოდ ქალი მსჯავრდებულის მიმართ; ე) „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების სახე გამოიყენება მხოლოდ დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ. 3. ბრალდებულის მიმართ გამოიყენება მხოლოდ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების სახეები. 4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ წახალისების სახის გამოყენებისას გაითვალისწინება მისი საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის ფაქტი და ხარისხი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 26 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14³²11¹⁸15³165²99187361371201197297
მითითებამნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსიარასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს სისხლის სა…თავდაცვის კოდექსისააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა