პატიმრობის კოდექსი

მუხლი 79. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში ყოფნის პირობები

რედაქცია №43კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ბრალდებულს პატიმრობის დაწესებულებაში ყოფნისას უფლება აქვს: ა) პატიმრობის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს კვების პროდუქტები იმ თანხით, რომელიც მის პირად ანგარიშზე ჩარიცხეს ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა. კვების პროდუქტების შესაძენად პირადი თანხის გამოყენება დაიშვება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით; ბ) ეცვას პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, ხოლო თუ ასეთი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი არ აქვს − პენიტენციური დაწესებულების მიერ გადაცემული სეზონის შესაფერისი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი; გ) პენიტენციური დაწესებულების კონტროლით, საკუთარი ხარჯით აწარმოოს მიმოწერა და 1 თვის განმავლობაში სამჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა; დ) ისარგებლოს ბიბლიოთეკის წიგნებით და პრესით; ე) (ამოღებულია - 01.06.2017, №943) .

2.ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი უფლება ბრალდებულს შეიძლება შეეზ-ღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 79-ე მუხლის მე-2 ნაწილი) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/8/1444 – ვებგვერდი, 27.11.2023წ.

2¹.გამომძიებლის ან პროკურორის მიერ ბრალდებულისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება ბრალდებულის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე.

3.ბრალდებულის გათავისუფლება ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით . საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №943 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №979 – ვებგვერდი, 05.11.2021წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1323 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/8/1444 – ვებგვერდი, 27.11.2023წ. თავი XIV. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობა

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

3
  • №2/8/178329.03.2024საოქმო ჩანაწერი(2)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    ნიკა საბაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №2/6/176029.03.2024საოქმო ჩანაწერი(2)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    გელა ნიორაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №1/1/144111.03.2021საოქმო ჩანაწერი(1, „გ“)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-1400-20192019-12-1146
    დაუშვებლობა (T5)

    რა პირობებში შეიძლება მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა?

    დავა ეხებოდა არასრულწლოვანი შვილის სარჩენად ალიმენტის დაკისრებას, მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ნივთების გამოთხოვას. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო სარჩელი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დაკავებული მოპასუხის უშუალოდ გამოცხადების შეუძლებლობასთან ერთად უნდა დადასტურებულიყო სასამართლოსთვის გამოუცხადებლობის შეუტყობინებლობის საპატიო მიზეზიც. საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა; ახალი მტკიცებულების გამოთხოვის შუამდგომლობაც არ დაკმაყოფილდა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 მაი. 2014 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4024378²165²205398991945111111679
მნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსისაქართველოს სისხლის სა…ხელშეკრულება საქართველ…არასრულწლოვანთა მართლმ…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს სისხლის სა…