1.საქართველოს პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად განსაზღვრავს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და განვითარებას, განიხილავს და ამტკიცებს შესაბამის სტრატეგიას, აკონტროლებს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხზე საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობას.
2.(ამოღებულია - 02.04.2025, №428);
3.(ამოღებულია - 06.12.2018, №3877) .
4.(ამოღებულია - 06.12.2018, №3877) .
5.(ამოღებულია - 06.12.2018, №3877) .
6.საქართველოს მთავრობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიას. ამ უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აღნიშნული უწყებათაშორისი კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2016 წლის 28 აპრილის კანონი №5069 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №780 - ვებგვერდი, 25.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3877 - ვებგვერდი, 14.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №428 - ვებგვერდი, 04.04.2025წ.

