ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 89. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს პარლამენტი ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად განსაზღვრავს ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, უზრუნველყოფს სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და განვითარებას, განიხილავს და ამტკიცებს შესაბამის სახელმწიფო სტრატეგიებს, აკონტროლებს ბავშვის უფლებათა რეალიზებისა და დაცვის კუთხით საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობას.

2.საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს ბავშვის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების უპირატეს გათვალისწინებას საკანონმდებლო საქმიანობის, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლის, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებისა და შესრულების კონტროლის განხორციელებისას, ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასების მექანიზმის დანერგვით.

3.(ამოღებულია - 13.05.2025, №542). საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №542 – ვებგვერდი, 14.05.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 1 ოქტ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5424365124910190972247189
მითითებამნიშვნელობით ახლოსბავშვის უფლებათა კოდექ…შეზღუდული შესაძლებლობი…საქართველოს კონსტიტუცი…ზოგადი განათლების შესა…უმაღლესი განათლების შე…გენდერული თანასწორობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა