შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

მუხლი 22. საკანონმდებლო ხელისუფლება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, უზრუნველყოფს საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და განვითარებას, აკონტროლებს თანასწორობის საკითხებზე საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობას.

2.საქართველოს მთავრობა წელიწადში ერთხელ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს წერილობით ანგარიშს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების შესრულების თაობაზე.

3.საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია შეიმუშაოს რეკომენდაციები ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სფეროში საქართველოს მთავრობის საქმიანობის გასაუმჯობესებლად.

4.საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის საპარლამენტო კონტროლს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, უზრუნველყოფს საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და განვითარებას, აკონტროლებს თანასწორობის საკითხებზე საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობას. 2. საქართველოს მთავრობა წელიწადში ერთხელ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს წერილობით ანგარიშს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების შესრულების თაობაზე. 3. საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია შეიმუშაოს რეკომენდაციები ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სფეროში საქართველოს მთავრობის საქმიანობის გასაუმჯობესებლად. 4. საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის   საპარლამენტო კონტროლს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5243612498990244717330122
მნიშვნელობით ახლოსბავშვის უფლებათა კოდექ…საქართველოს კონსტიტუცი…შეზღუდული შესაძლებლობი…საქართველოს პარლამენტი…დასაქმების ხელშეწყობის…სოციალური მუშაობის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა