დიზაინის შესახებ

მუხლი 6. დიზაინის გასაჯაროება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილისალომე კობერიძე

1.დიზაინი საჯაროდ ხელმისაწვდომად მიიჩნევა, თუ იგი გამოქვეყნებული, გამოფენილი ან სავაჭრო მიმოქცევაში ჩართული იყო ან სხვაგვარად გახდა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე.

2.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარემოების მიუხედავად, დიზაინი გასაჯაროებულად არ მიიჩნევა, თუ: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედებით დიზაინი არ იქნებოდა ხელმისაწვდომი იმ პირებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამის სფეროში ახორციელებენ საქმიანობას; ბ) დიზაინის შესახებ ინფორმაცია პირდაპირ ან ირიბად გახდა ხელმისაწვდომი მესამე პირისთვის კონფიდენციალურობის დაცვის პირობით.

3.დიზაინის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება დიზაინის გასაჯაროებად არ მიიჩნევა, თუ ეს ინფორმაცია მესამე პირისთვის ხელმისაწვდომი გახდა განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე 12 თვის ვადაში: ა) დიზაინერის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ დიზაინის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებით; ბ) მესამე პირის მიერ დიზაინის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებით, თუ მესამე პირისთვის ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა დიზაინერის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ ამ ინფორმაციის მისთვის მიწოდების ანდა დიზაინერის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ მესამე პირის მიმართ განხორციელებული სხვა ისეთი ქმედების შედეგად, რომლითაც მან მიიღო აღნიშნული ინფორმაცია; გ) მესამე პირის მიერ დიზაინერის ან მისი უფლებამონაცვლის მიმართ განხორციელებული არაკეთილსინდისიერი ქმედების შედეგად. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3279 - სსმ I, №37.

14.07.2010 წ., მუხ.220 საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-1269-20242026-02-1266
    დაუშვებლობა (T5)

    როგორ მოქმედებს დიზაინის განაცხადამდე საჯარო გამოყენება მისი სიახლისა და ინდივიდუალურობის შეფასებაზე?

    დავა შეეხებოდა რეგისტრირებული მუყაოს კოლოფის დიზაინის ბათილად ცნობასა და იმის დადგენას, წარმოადგენდა თუ არა იგი საავტორო უფლებით დაცულ ობიექტს. სააპელაციო სასამართლომ ორივე მოთხოვნა დააკმაყოფილა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ განაცხადის წარდგენამდე დიზაინის საჯარო გამოყენება გამორიცხავდა მის სიახლესა და ინდივიდუალურობას და გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს შედეგი. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე და არსებითად არ განხილულა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 1 იან. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 14 ივლ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 17 ნოე. 2025

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1531¹3128406¹781100317910336
მითითებამნიშვნელობით ახლოსდიზაინის შესახებსაქართველოს საპატენტო …საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს სამოქალაქო…საჯარო რეესტრის შესახე…გარემოსდაცვითი შეფასებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა