დიზაინის შესახებ

მუხლი 3. დიზაინი და მისი დაცვის კრიტერიუმები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილისალომე კობერიძე

1.დიზაინი არის მთლიანი პროდუქტის ან მისი ნაწილის გამოხატულება, რომელიც გამომდინარეობს თვით პროდუქტის ნიშნებისაგან, მათ შორის, ხაზებისაგან, კონტურებისაგან, ფერებისაგან, ფორმისაგან, ტექსტურისაგან ან/და მასალისაგან, ან პროდუქტის მორთვისაგან.

2.პროდუქტი არის ნებისმიერი სამრეწველო ან ხელნაკეთი საგანი, მათ შორის, საფუთავი, გაფორმება, გრაფიკული სიმბოლო, ტიპოგრაფიული შრიფტი, შედგენილ პროდუქტში ჩასართავად განკუთვნილი შემადგენელი ნაწილი, კომპიუტერული პროგრამის გარდა.

3.შედგენილი პროდუქტი არის პროდუქტი, რომელიც შედგება მრავალი ნაწილისაგან, რომელთა შეცვლა შესაძლებელია პროდუქტის დაშლითა და ხელმეორედ აწყობით.

4.დიზაინი ექვემდებარება დაცვას, თუ მას აქვს სიახლე და ინდივიდუალურია.

5.დიზაინს აქვს სიახლე, თუ განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე არც ერთი მისი იდენტური დიზაინი არ გამხდარა საჯაროდ ხელმისაწვდომი.

6.ამ კანონის მე-6 მუხლში აღნიშნული გარემოებების გარდა, დიზაინის სიახლის დადგენისას საჯაროდ ხელმისაწვდომად მიიჩნევა აგრეთვე საქპატენტში წარდგენილი დიზაინი, რომელსაც აქვს ადრინდელი პრიორიტეტი, მაგრამ გამოქვეყნდა იმ დიზაინზე განაცხადის წარდგენის შემდეგ, რომლის სიახლეც დგინდება. ეს წესი ვრცელდება აგრეთვე საერთაშორისო ბიუროში რეგისტრირებულ იმ დიზაინზე, რომლისთვისაც მოთხოვნილია საქართველოს ტერიტორიაზე დაცვის გავრცელება.

7.დიზაინები იდენტურად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, თუ მათი ნიშნები მხოლოდ უმნიშვნელო დეტალებით განსხვავდება.

8.დიზაინი ინდივიდუალურია, თუ საერთო შთაბეჭდილება, რომელსაც ის ახდენს ინფორმირებულ მომხმარებელზე, განსხვავდება საერთო შთაბეჭდილებისაგან, რომელსაც იმავე მომხმარებელზე ახდენს სხვა დიზაინი, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე.

9.დიზაინის ინდივიდუალობის შეფასებისას გაითვალისწინება მისი შექმნისას დიზაინერის თავისუფლების ხარისხი.

10.პროდუქტში ჩართული ან მისთვის გამოყენებული დიზაინი, რომელიც შედგენილი პროდუქტის ნაწილია, მიიჩნევა ახლად და ინდივიდუალურად, თუ იგი შედგენილ პროდუქტში ხილულია მისი ჩვეულებრივი გამოყენების დროს და ხილული ნიშნები აკმაყოფილებს სიახლისა და ინდივიდუალობის კრიტერიუმებს.

11.ამ მუხლის მიზნებისათვის „ჩვეულებრივი გამოყენება“ ნიშნავს საბოლოო მომხმარებლის მიერ გამოყენებას, გარდა ტექნიკური მომსახურებისა, მიმდინარე და აღდგენითი სარემონტო სამუშაოებისა. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3279 - სსმ I, №37.

14.07.2010 წ., მუხ.220 საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 4

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-1269-20242026-02-1259
    დაუშვებლობა (T5)

    როგორ მოქმედებს დიზაინის განაცხადამდე საჯარო გამოყენება მისი სიახლისა და ინდივიდუალურობის შეფასებაზე?

    დავა შეეხებოდა რეგისტრირებული მუყაოს კოლოფის დიზაინის ბათილად ცნობასა და იმის დადგენას, წარმოადგენდა თუ არა იგი საავტორო უფლებით დაცულ ობიექტს. სააპელაციო სასამართლომ ორივე მოთხოვნა დააკმაყოფილა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ განაცხადის წარდგენამდე დიზაინის საჯარო გამოყენება გამორიცხავდა მის სიახლესა და ინდივიდუალურობას და გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს შედეგი. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე და არსებითად არ განხილულა.

  • №309112025-01-2345
    დაუშვებლობა (T5)

    როგორ ფასდება სასაქონლო ნიშნისა და პროდუქციის შეფუთვის მიმსგავსება საშუალო მომხმარებლის თვალსაზრისით?

    დავა შეეხებოდა მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული დიზაინის ბათილად ცნობას მოსარჩელის უფრო ადრინდელი სასაქონლო ნიშნის დაცვის საფუძველზე. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ შეფუთვის ფერები, ზომა და საერთო შთაბეჭდილება მომხმარებელში პროდუქციის აღრევის მაღალ შესაძლებლობას ქმნიდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დასაბუთებული პრეტენზიაც არ იყო წარმოდგენილი. საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა; ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილება.

  • №ას-787-20202022-07-0532
    დაუშვებლობა (T5)

    როგორ ფასდება სასაქონლო ნიშნების მსგავსება და მათი აღრევის შესაძლებლობა საშუალო მომხმარებლის თვალსაზრისით?

    დავა ეხებოდა რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნისა და დიზაინის უფლების დარღვევის აღკვეთას და შესაბამისი შეფუთვის განადგურებას. სააპელაციო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, ხოლო მოპასუხემ გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ნიშნები არსებითად მსგავს შთაბეჭდილებას ქმნიდა და მათი აღრევის შესაძლებლობა არსებობდა; კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია. საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.

  • №ას-183-20192020-07-0337
    დაუშვებლობა (T5)

    როდის შეიძლება დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობა უფრო ადრინდელი სასაქონლო ნიშნის შემადგენელ ელემენტთან დამთხვევის გამო?

    დავა შეეხებოდა მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული დიზაინისა და საპატენტო მოწმობის ბათილად ცნობას მოსარჩელის უფრო ადრინდელი სასაქონლო ნიშნის საფუძველზე. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა შეფასება, რომ სადავო დიზაინის შემადგენელი ელემენტი ემთხვეოდა უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშანს და მოპასუხეს საპირისპირო მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სასამართლომ დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა დასაშვებობის წინაპირობებს. საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არ განხილულა არსებითად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 1 იან. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 14 ივლ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 17 ნოე. 2025

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1211¹363²⁵110010111062222¹282930¹49423
მითითებამნიშვნელობით ახლოსდიზაინის შესახებსაქართველოს საპატენტო …საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…პროდუქტის უსაფრთხოების…სასაქონლო ნიშნების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა