დიზაინის შესახებ

მუხლი 17. არსობრივი ექსპერტიზა

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებიდან 3 თვის ვადაში საქპატენტი ატარებს არსობრივ ექსპერტიზას, რომელიც ითვალისწინებს დიზაინის ამ კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას და სიახლის დადგენის შესახებ ექსპერტიზას.

2.საქპატენტი ამ კანონის მე-10 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად სიახლის დადგენისას ითვალისწინებს საქპატენტში შეტანილ და საერთაშორისო ბიუროს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უფლებების გავრცელების მოთხოვნით რეგისტრირებულ დიზაინებს.

3.სიახლის დადგენისას არ გაითვალისწინება ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული კვლევის შედეგად გამოვლენილი დიზაინი, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის პირობას.

4.არსობრივი ექსპერტიზის საფუძველზე საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას დიზაინის რეგისტრაციის ან დიზაინის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

5.ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქპატენტს შეუძლია მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება განაცხადში შემავალი დიზაინების ნაწილის მიმართ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 14 ივლ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3534321412101262022161422¹24817
მითითებამნიშვნელობით ახლოსდიზაინის შესახებსაქართველოს საპატენტო …სასაქონლო ნიშნების შეს…საქონლის ადგილწარმოშობ…ცხოველთა და მცენარეთა …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა