დიზაინის შესახებ

მუხლი 9. დიზაინის რეგისტრაციის უფლება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილიგურანდა გრიგოლიასალომე კობერიძე

1.განაცხადის შეტანის უფლება აქვს დიზაინერს ან მის უფლებამონაცვლეს, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2.რამდენიმე პირის მიერ შექმნილ დიზაინზე განაცხადის შეტანის უფლება აქვს როგორც ყველა დიზაინერს ერთობლივად, ისე თითოეულ მათგანს სხვა თანადიზაინერების წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, თუ თანადიზაინერთა შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3.დასაქმებულის ან/და შეკვეთის მიმღების მიერ შექმნილ დიზაინზე, რომელიც უკავშირდება სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებას, განაცხადის შეტანის უფლება აქვს დამსაქმებელს/შემკვეთს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4.(ამოღებულია - 11.11.2025, №1029) .

5.(ამოღებულია - 11.11.2025, №1029) .

6.თუ ერთი და იგივე დიზაინი დამოუკიდებლად შექმნა ორმა ან ორზე მეტმა პირმა, დიზაინზე განსა-კუთრებული უფლება ეკუთვნის იმ განმცხადებელს, რომლის განაცხადსაც უფრო ადრინდელი პრიორიტეტი აქვს.

7.თუ რამდენიმე განაცხადს, რომელიც შეეხება იდენტურ დიზაინებს, დაუდგინდა ერთი და იგივე პრიორიტეტი, დიზაინის რეგისტრაციის უფლება აქვს განმცხადებელთა შეთანხმებაში მითითებულ პირს (პირებს). მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 1 იან. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 14 ივლ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 17 ნოე. 2025

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
192418282926¹26116822194261009
მითითებამნიშვნელობით ახლოსდიზაინის შესახებსაქართველოს საპატენტო …ინოვაციების შესახებინტელექტუალურ საკუთრებ…საჯარო რეესტრის შესახე…კონკურენციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა