1.სადაზვერვო დაწესებულებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ნებაყოფლობით, ღიად ან კონფიდენციალურად თანამშრომლობენ პირებთან; ბ) სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებენ ოპერატიულ, ოპერატიულ-ტექნიკურ, საინჟინრო-ტექნიკურ, რადიოელექტრონულ და სხვა სპეციალურ საშუალებებს; გ) აუცილებლობის შემთხვევაში საკუთარი დოკუმენტაციის, საკადრო შემადგენლობის, ქვედანაყოფების, შენობა-ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალებების საუწყებო და ორგანიზაციული კუთვნილების კონსპირაციის მიზნით ახორციელებენ მათ დაშიფვრას; დ) სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე, საწარმოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა) დებენ ხელშეკრულებებს; ე) კონსპირაციის მიზნით, სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე, ქმნიან სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციებს; ვ) უზრუნველყოფენ საკუთარ უსაფრთხოებას, კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან იცავენ თავიანთ მოსამსახურეებს, ოპერატიული ინფორმაციის წყაროებს, ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს, შენობა-ნაგებობებსა და საინფორმაციო მონაცემთა ბაზას; ზ) უზრუნველყოფენ მიღებული სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისთვის; თ) თანამშრომლობენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან.
2.სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების მიზნით სადაზვერვო დაწესებულებებმა შეიძლება გამოიყენონ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული მეთოდები და საშუალებები.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სადაზვერვო დაწესებულებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში:ა) ნებაყოფლობით, ღიად ან კონფიდენციალურად თანამშრომლობენ პირებთან;ბ) სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებენ ოპერატიულ, ოპერატიულ-ტექნიკურ, საინჟინრო-ტექნიკურ, რადიოელექტრონულ და სხვა სპეციალურ საშუალებებს;გ) აუცილებლობის შემთხვევაში საკუთარი დოკუმენტაციის, საკადრო შემადგენლობის, ქვედანაყოფების, შენობა-ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალებების საუწყებო და ორგანიზაციული კუთვნილების კონსპირაციის მიზნით ახორციელებენ მათ დაშიფვრას;დ) სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე, საწარმოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა) დებენ ხელშეკრულებებს;ე) კონსპირაციის მიზნით, სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე, ქმნიან სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციებს;ვ) უზრუნველყოფენ საკუთარ უსაფრთხოებას, კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან იცავენ თავიანთ მოსამსახურეებს, ოპერატიული ინფორმაციის წყაროებს, ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს, შენობა-ნაგებობებსა და საინფორმაციო მონაცემთა ბაზას;ზ) უზრუნველყოფენ მიღებული სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისთვის;თ) თანამშრომლობენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან.2. სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების მიზნით სადაზვერვო დაწესებულებებმა შეიძლება გამოიყენონ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული მეთოდები და საშუალებები.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 8 ოქტ. 2013ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.