სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

მუხლი 8. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებები

რედაქცია №31 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილისანდრო სარუხანიშვილი

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უფლება აქვს: ა) დაცვის ღონისძიების მომზადებასა და ჩატარებაში მონაწილეობის მიზნით მოიზიდოს საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა სახელმწიფო უწყებებისა და  მუნიციპალიტეტის ორგანოთა ძალები და საშუალებები, მათთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე; ბ) დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მიიღოს ოპერატიული ცნობები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და სხვა სახელმწიფო უწყებებიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) საკუთარი ამოცანების შესასრულებლად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრში დატოვებით დანიშნოს სამსახურის თანამშრომლები სახელმწიფო ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად; დ) კანონის ფარგლებში მოითხოვოს დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭირო ქმედებების განხორციელება სახელმწიფო დაწესებულებებისგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა; დ 1 ) ამ კანონით გათვალისწინებული ამოცანების ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭირო/აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტაცია დაცვის ღონისძიებების განხორციელების ადგილებზე დასაქმებული, დროებით მყოფი ან/და სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებული (დასაშვები) პირების შესახებ შესაბამისი დაწესებულებებისა და პასუხისმგებელი პირებისაგან, რომლებიც, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, ვალდებული არიან შეასრულონ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კანონიერი მოთხოვნა; ე) დაცვითი ღონისძიების განხორციელებისას დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების მიზნით შეამოწმოს ცალკეული ობიექტები და ტერიტორიები, აგრეთვე დაცვის ობიექტებზე ან ღონისძიების მიმდინარეობის ადგილზე შემსვლელი პირები და მოითხოვოს მათგან ნივთებისა და იარაღის დროებით  სამსახურის თანამშრომლისთვის ჩაბარება, ღონისძიების დასრულებამდე გაათავისუფლოს შესაბამისი ობიექტები გარეშე პირებისგან, სატრანსპორტო საშუალებებისგან და სხვა ხელის შემშლელი საგნებისგან, დალუქოს ობიექტები და დროებით შეზღუდოს აღნიშნულ ადგილებზე დაშვება; გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც სხვა საშუალებით შეუძლებელია სრულყოფილი დაცვის უზრუნველყოფა,  შეზღუდოს ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განახორციელოს ადმინისტრაციული დაკავება და მიყვანა, პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა, სატრანსპორტო საშუალებების, ნივთებისა და დოკუმენტების  დროებით  ჩამორთმევა; ვ) დაცვითი ღონისძიებების ოპერატიული უზრუნველყოფის მიზნით შექმნას და გამოიყენოს საინფორმაციო სისტემები, კონსპირაციის უზრუნველსაყოფად გამოიყენოს ოპერატიულ მუშაობაში ჩართული პირების, ობიექტებისა და ტექნიკის შესანიღბი დოკუმენტები და საშუალებები; ღონისძი­ე­ბა­თა განხორციელებისას ხელ­შეკ­რულე­ბის ან ზე­პი­რი შე­თან­ხმე­ბის საფუძველზე გამოიყენოს სახელმწიფო და კერძო ორ­გა­ნი­ზა­ციების, აგ­რეთ­ვე კერ­ძო პირების საც­ხოვ­რე­ბელი და არა­საც­ხოვ­რე­ბელი სად­გო­მები, სატრანსპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ი და სხვა ქო­ნე­ბა; გამოიყენოს სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირების ნებაყოფლობითი, უსას­ყიდ­ლო ან სას­ყიდ­ლი­ან სა­ფუძ­ველ­ზე დამ­ყა­რებული კონფიდენციალური თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. აკრძალულია კონტრაქტის საფუძველზე საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების, გენერალური აუდიტორის , საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატისა და გამომძიებლის კონფიდენციალური ხელშეწყობის გამოყენება. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.14 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2943 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.96 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი №206 - ვებგვერდი, 28.01.2013წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3952 – ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4544 – ვებგვერდი, 10.05.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6999 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

1
  • №3/9/157204.11.2022საოქმო ჩანაწერი
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №22 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან · იცვლება 1 იან. 2030-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ დაემატა „საქართველოს“, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ შეიცვალა „მუნიციპალიტეტის ორგანოებით“.

  2. მე-8 მუხლს დაემატა „დ¹“ ქვეპუნქტი სამსახურის უფლების შესახებ, მოითხოვოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია დაცვის ადგილებზე მყოფი პირების შესახებ.

  3. · გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015
  4. · გამოქვეყნდა 28 იან. 2013

    მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში ნუსხის განმსაზღვრელი აქტი პრეზიდენტის ბრძანებულებიდან მთავრობის დადგენილებად შეიცვალა და ფორმულირება დაზუსტდა.

  5. მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ეხება არა ოფიცრებს, არამედ სამსახურის თანამშრომლებს, და სამსახურის უფლებებს დაემატა „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები შემოწმების, შეზღუდვის, დაკავებისა და ოპერატიული უზრუნველყოფის უფლებამოსილებით.

  6. მე-8 მუხლის სამივე უფლება გადაწერილია „ა“–„გ“ ქვეპუნქტებად: მოსაზიდ ძალებს დაემატა სხვა სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ოფიცრის დანიშვნა კი გავრცელდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ ორგანიზაციებზეც პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული ნუსხის მიხედვით.

  7. მე-8 მუხლს დაემატა მე-3 პუნქტი, რომელიც სამსახურს აძლევს უფლებას ოფიცერი პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრულ ორგანოებში კადრში დატოვებით დანიშნოს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სანდრო სარუხანიშვილი

სანდრო სარუხანიშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
138201617914322212010788
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო დაცვის სპეც…კონტრდაზვერვითი საქმია…საქართველოს შინაგან სა…საქართველოს სახელმწიფო…კერძო დაცვითი საქმიანო…საერთაშორისო დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №31 · ბოლოს შემოწმდა