კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

მუხლი 8. სპეციალური სამსახურების უფლებამოსილებები

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 6 დეკ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სპეციალური სამსახურების უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით.

2.სპეციალური სამსახურები ვალდებული არიან: ა) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ყველა საჭირო ქმედება კონტრდაზვერვითი საქმიანობის ამოცანების შესასრულებლად; ბ) განუხრელად დაიცვან ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, იურიდიული პირის უფლებები, პატივი სცენ პიროვნების ღირსებას; გ) კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვან კონსპირაციის წესები.

3.სპეციალურ სამსახურებს უფლება აქვთ: ა) ღიად ან/და ფარულად ჩაატარონ ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები; ბ) უსასყიდლოდ ან სასყიდლით დაამყარონ ურთიერთობა მოქალაქეებთან, რომელთაც ნებაყოფლობით განაცხადეს თანხმობა, კონფიდენციალურ საფუძველზე ხელი შეუწყონ სპეციალურ სამსახურებს; გ) შექმნან და გამოიყენონ საინფორმაციო სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფს კონტრდაზვერვითი საქმიანობის ამოცანათა შესრულებას; დ) კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებების ჩატარების დროს ხელშეკრულებით ან ზეპირი შეთანხმებით გამოიყენონ საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა, სამხედრო ნაწილთა სასამსახურო შენობები, ქონება, აგრეთვე კერძო პირთა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი სადგომები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ქონება; ე) კონსპირაციის მიზნით გამოიყენონ დოკუმენტები, რომლებშიც შენიღბულია სპეციალური სამსახურების თანამდებობის პირთა ვინაობა, დანაყოფების, ორგანიზაციების სადგომებისა და სატრანსპორტო საშუალებების კუთვნილება, აგრეთვე იმ მოქალაქეთა ვინაობა, რომლებიც ამ სამსახურებთან თანამშრომლობენ კონფიდენციალურ საფუძველზე.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

1
  • №69016.11.2015კონსტიტუციური სარჩელი
    პროცესუალური / დასაშვებობა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 7 ნოე. 2008 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1372120891110121135218
მნიშვნელობით ახლოსკონტრდაზვერვითი საქმია…სადაზვერვო საქმიანობის…სახელმწიფო დაცვის სპეც…ფულის გათეთრებისა და ტ…ოპერატიულ-სამძებრო საქ…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა