<h3>პერსონალური მონაცემების დაცვა ბიზნესისთვის საქართველოში: რა უნდა გაითვალისწინოს კომპანიამ 2026 წელს</h3> <p>შესავალი: რა შეიცვალა 2026 წლის 2 მარტს? 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გაუქმდა და მისი ფუნქციები - ზედამხედველობა, შემოწმებები, ინციდენტების განხილვა, სუბიექტების განცხადებების მიღება - სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცა. ეს ცვლილება ღია კითხვებს ბადებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სპეციალიზებული, ცალ-ცალკე ჩამოყალიბებული ინსტიტუცია იყო, ხოლო სახელწიფო აუდიტის სამსახურის ძირითადიმანდატი სახელმწიფო ფინანსების კონტროლია. ახალი სტრუქტურის სპეციალიზებული კომპეტენციადა სიჩქარე ჯერ კიდევ გამოსაცდელია. ბიზნესმა და სამოქალაქო სექტორმა ამ განვითარებასყურადღებით უნდა ადევნოს თვალი. რა არ შეიცვალა: კანონის მოთხოვნები - ვალდებულებები, ჯარიმები, სუბიექტების უფლებები - სრულ ძალაშია. ოფიციალური საკონტაქტო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური - sao.ge</p> <h3>ნაწილი I: ვის ეხება კანონი?</h3> <p>კანონი “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” ვრცელდება ყველა პირსა თუ ორგანიზაციაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ავტომატური ან ნახევრად ავტომატური საშუალებებითამუშავებს მონაცემებს; ან საქართველოს ფარგლებს გარეთ არის დაფუძნებული, მაგრამ საქართველოში არსებულიტექნიკური საშუალებებით ამუშავებს ადგილობრივ მონაცემებს. ეს ნიშნავს, რომ კანონი ეხება: ყველა კომპანიას, დაწესებულებას, სადაც მიმდინარეობს ადამიანის პერსონალური მონაცემების დამუშავება. ვიდეო, აუდიომონიტორინგი . გამონაკლისი: ფიზიკური პირის სრულიად პირადი და საოჯახო საქმიანობა, რომელსაც სამეწარმეოან პროფესიულ საქმიანობასთან კავშირი არ აქვს. ამასთან, კანონის მოქმედება არ ვრცელდება იურიდიული პირის პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. კანონის ორიენტირი არის ფიზიკური პირის პერსონალური მონაცემები.</p>