,,გამამართლებელი განაჩენის გაუქმებისას სააპელაციო სხდომაზე დასწრების პრინციპები"
სააპელაციო სასამართლოს მიერ, ზეპირი მოსმენის გარეშე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის მიღება, თავისთავად არ ნიშნავს სამართლიანი სასამართლოს უფლების (ECHR, მუხლი 6) დარღვევას, მიუხედავად იმისა, თუ საქმე რომელი კატეგორიის დანაშაულს ეხება. გადამწყვეტია პროცედურული გარანტიების დაცვა და არა დანაშაულის კატეგორია.
განსხვავება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ცალკეული პროცედურული ფორმების შეფასებისას, თუმცა იგი ვერ ამცირებს სამართლიანი სასამართლოს უფლების იმ ფუნდამენტური გარანტიების მოქმედებას, რომლებიც თანაბრად ვრცელდება ყველა სისხლის სამართლის საქმეზე.
ასეთ გარანტიებს მიეკუთვნება:
• უშუალობის პრინციპი;
• მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი;
• ზეპირი მოსმენის უფლება, როდესაც სასამართლო წყვეტს ფაქტობრივ გარემოებებს ან ახორციელებს მტკიცებულებების ხელახალ შეფასებას;
• დაცვის უფლება, მათ შორის ბრალდებულის უფლება ეფექტიანად დაიცვას საკუთარი პოზიცია.
თუმცა, როდესაც სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის გამამართლებელ გადაწყვეტილებას, მან უნდა მიიღოს პოზიტიური/დადებითი ზომები, რათა უზრუნველყოს ბრალდებულის მოსმენის შესაძლებლობა. იხ. (Botten v. Norway, 1996, § 53; Dănilă v. Romania, 2007, § 41; Gómez Olmeda v. Spain, 2016, § 32).
როდესაც ფაქტები და სამართლებრივი ინტერპრეტაცია ერთმანეთთან იმდენად არის გადაჯაჭვული, რომ ძნელია ერთმანეთისგან განცალკევება: მაგალითად, როდესაც სააპელაციო სასამართლო განსხვავებულ სამართლებრივ მნიშვნელობას ანიჭებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ ,,უკვე დადგენილ ფაქტებს" და, ამით, მას უწევს საკუთარი შეფასების გაკეთება იმის დასადგენად, არ იყო თუ არა ფაქტები სადავო და წარმოადგენდა თუ არა ასეთი ფაქტები საკმარის საფუძველს ბრალდებულის გასამართლებისთვის (Suuripää ფინეთის წინააღმდეგ, 2010, § 44);
ასევე, მაშინ როდესაც სააპელაციო სასამართლო აკეთებს დაასკვნებს, რომელიც განსხვავდება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნებისაგან, საქმის ფაქტობრივი გარემოებების და გამოყენებული კანონის მიხედვით (მათ შორის დანაშაულის სუბიექტური ელემენტის (პირის განზრახვა)) ხელახალი შეფასების შემდეგ, როცა ბრალდებულის ბრალეულობისა და წარდგენილი მტკიცებულებების შეფასება ხდება ბრალდებულის პირადად მონაწილოების გარეშე, და როცა ბრალდებული ამტკიცებს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. (Gómez Olmeda v. Spain, 2016, § 35);
მითითებულ დოკუმენტში ჩამოთვლილ შემთხვევებში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულის დასწრება სააპელაციო სასამართლოში აუცილებელი იყო პირველი ინსტანციის მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ;
დოკუმენტში ასახული განმარტებების საწინააღმდეგო განმარტების შემთხვევაში არსებობს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, ,,სამართლიანი სასამართლოს უფლების” დარღვევის დადგენის მაღალი რისკი.
დეტალურად იხილეთ: https://tinyurl.com/yw894957







