ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
Только для информации — не юридическая консультация.
საბროკერო საქმიანობის ლიცენზია საბროკერო კომპანიას უფლებას ანიჭებს , განახორციელოს კაპიტალში წილის , აქციების , ობლიგაციების , სერტიფიკატების , თამასუქების , ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების მიმოქცევასთან დაკავშირებული ოპერაციები და მათი მომსახურება , მათ შორის : ა ) პირდაპირი კონსულტაციები გაუწიოს ინვესტორებს ინვესტიციებთან დაკავშირებით , მათ შორის , ფასიანი ქაღალდების ფასის , ფასიან ქაღალდებში ინვესტიციების განხორციელების , ფასიანი ქაღალდების ყიდვა - გაყიდვისა და მათთან დაკავშირებულ უცხოური ვალუტით გარიგებებში ; ბ ) განახორციელოს ფინანსურ ინსტრუმენტებთან და მათ ემიტენტებთან დაკავშირებული კვლევა და უზრუნველყოს ამ კვლევის შედეგების ან / და საინვესტიციო სტრატეგიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გავრცელება ; გ ) კონსულტაცია გაუწიოს ემიტენტებს ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და ინვესტიციების მოზიდვის თაობაზე ; დ ) მოამზადოს და განახორციელოს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების განთავსება არაგარანტირებულ საფუძველზე ; ე ) მიიღოს და გადასცეს კლიენტების დავალებები ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით , კლიენტების სახსრებით განახორციელოს ფასიანი ქაღალდებით გარიგება მათივე ინტერესებისათვის ; ვ) მართოს კლიენტების საინვესტიციო პორტფელები და ფასიანი ქაღალდებით ოპერაციებისთვის გამოყოფილი სახსრები, გარდა კოლექტიური პორტფელის მართვისა; ზ) შეინახოს და აღრიცხოს თავისი კლიენტების საინვესტიციო სახსრები ან/და ფასიანი ქაღალდები, აგრეთვე განახორციელოს ფასიანი ქაღალდების ნომინალური მფლობელის ან/და ანგარიშის მწარმოებლის მომსახურება; ამ მიზნით გაუხსნას კლიენტებს ფულადი და ფასიანი ქაღალდების ანგარიშები და აწარმოოს მათზე ოპერაციები, აგრეთვე ჩაერთოს კლიენტთა ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ სხვა ოპერაციებში; თ ) საკუთარი სახსრებით განახორციელოს ფასიანი ქაღალდებით გარიგება თავისივე ინტერესებისათვის ; ი ) მოამზადოს და განახორციელოს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების განთავსება გარანტირებულ საფუძველზე ; კ) ასესხოს კლიენტებს და ისესხოს მათგან ფასიანი ქაღალდები, აგრეთვე გამოიყენოს საკუთარი სახსრები კლიენტებისათვის ფასიანი ქაღალდების შესაძენად, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრულ „მოკლე გაყიდვებში“; ლ ) განახორციელოს ვალუტის ყიდვა - გაყიდვა ; ლ 1 ) დადოს დერივატივი; მ ) განახორციელოს სხვა ოპერაციები ფინანსურ ინსტრუმენტებთან , სამეწარმეო საზოგადოების წილებთან ან ამ კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილება; ნ) ორგანიზება გაუწიოს უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმას. საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2255-სსმI, №34(41), 21.07.1999წ. მუხ.168 საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1903 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5680 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6806 – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3349 – ვებგვერდი, 19.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ