1.ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დანაშაულის პრევენციის, აგრეთვე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების უფლებამოსილების მქონე ორგანოს საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, ამ ორგანოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესს და მათი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, მსჯავრდებულის უფლებებსა და მოვალეობებს, მის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესსა და პირობებს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების წესებს.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
