Статья 34. გასწრება და რიგებში მოძრაობა
1. გასწრება უნდა განხორციელდეს მარცხენა მხრიდან. მარჯვენა მხრიდან გასწრება ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ მძღოლმა, რომელსაც უსწრებენ, მისცა სიგნალი, რომ მარცხნივ მოხვევას აპირებს, და თავისი სატრანსპორტო საშუალება ისე მიმართა, რომ შეუხვიოს სხვა გზაზე ან შევიდეს გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ან გაჩერდეს ამ მხარეს.
2. საკმარისი ადგილის არსებობისას ველოსიპედის მძღოლს უფლება აქვს, გაჩერებულ ან დაბალი სიჩქარით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს მარჯვენა მხრიდან შემოუაროს.
3. გასწრების დაწყებამდე მძღოლი, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და 32-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, უნდა დარწმუნდეს, რომ: ა) მის უკან მომავალი არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს გასწრება არ დაუწყია; ბ) მოძრაობის იმავე ზოლზე მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ მიუცია სიგნალი, რომ აპირებს, გაუსწროს სხვა სატრანსპორტო საშუალებას. აკრძალულია იმ სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც ახორციელებს გასწრებას ან დაბრკოლების შემოვლას; გ) მას შეუძლია გასწრება ისე განახორციელოს, რომ არ შეუქმნას საფრთხე ან დაბრკოლება სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. იგი აგრეთვე უნდა დარწმუნდეს, რომ მოძრაობის ზოლი, რომელზედაც აპირებს გასვლას, საკმარის მანძილზე თავისუფალია და ორი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეთა ფარდობა საკმარისად მოკლე დროში გასწრების საშუალებას იძლევა; დ) იმ ზოლზე გასვლის შემთხვევის გარდა, რომელზედაც საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია, მას შეუძლია კვლავ დაიკავოს ამ კანონის 31-ე მუხლის მე-10−მე-12 პუნქტებში მითითებული ადგილი, ისე, რომ არ შეუქმნას საფრთხე გასასწრებ სატრანსპორტო საშუალებას; ე) გასწრების დამთავრების შემდეგ გასასწრები სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შეუქმნელად შეძლებს ადრე დაკავებულ მოძრაობის ზოლზე დაბრუნებას, თუ აღნიშნულ ვალდებულებას ითვალისწინებს ეს კანონი.
4. აკრძალულია გასწრება შეზღუდული ხილვადობის პირობებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ადგილებში არსებობს შესაბამისი გრძივი მონიშვნა და გასწრება ხდება საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლებზე გაუსვლელად.
5. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გასწრების მომენტში მძღოლმა გასასწრებ სატრანსპორტო საშუალებას/საშუალებებს უნდა დაუტოვოს საკმარისი გვერდითი სივრცე.
6. თუ გზაზე, რომელზედაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი სულ მცირე ორი ზოლია, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც გასწრების დამთავრების შემდეგ ამ კანონის 31-ე მუხლის მე-10−მე-12 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნათა შესასრულებლად ადრე დაკავებულ მოძრაობის ზოლზე დაბრუნებისთანავე ან დაბრუნებიდან მოკლე დროში მოუწევს ახალი გასწრების დაწყება, ამ მანევრის შესასრულებლად შეუძლია დარჩეს პირველი გასწრების დროს დაკავებულ მოძრაობის ზოლზე, თუ წინასწარ დარწმუნდება, რომ ეს არ შეუქმნის დაბრკოლებას მის უკან მეტი სიჩქარით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.
7. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოძრაობის ინტენსივობა ისეთია, რომ სატრანსპორტო საშუალებებს არათუ თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი სავალი ნაწილის მთელი სიგანე უკავიათ, არამედ ისეთი სიჩქარით მოძრაობენ, რომელიც დამოკიდებულია მოცემულ რიგში მათ წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეზე: ა) ის ფაქტი, რომ ერთი მოძრაობის ზოლის სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობს მეტი სიჩქარით, ვიდრე სხვა მოძრაობის ზოლის სატრანსპორტო საშუალებები, არ განიხილება, როგორც ამ მუხლით გათვალისწინებული გასწრება, თუმცა აღნიშნული ფაქტი არ ათავისუფლებს მძღოლს ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისაგან; ბ) იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელიც არ იმყოფება სავალი ნაწილის მარჯვენა კიდის უახლოეს მოძრაობის ზოლზე, შეუძლია გამოვიდეს რიგიდან მხოლოდ მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის ან სადგომზე გასვლის მიზნით.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საგზაო მოძრაობის შესახებ
