1.ზედამხედველ მოსამართლეს უფლება აქვს, სპეციალურ სამსახურს მოსთხოვოს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციისა და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის წარდგენა. მიღებულ ინფორმაციას ზედამხედველი მოსამართლე განიხილავს დახურულ სასამართლო სხდომაზე, სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობით. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ზედამხედველ მოსამართლეს უფლება აქვს, გასცეს ბრძანება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შეწყვეტის შესახებ, თუ იგი მიიჩნევს, რომ არსებობს ამ კანონის 14 4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ
