1.ზედამხედველი მოსამართლის ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას უფლებამოსილი ორგანო ინახავს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების დასრულებიდან ან შეწყვეტიდან 10 დღის განმავლობაში. სპეციალური სამსახური ვალდებულია აღნიშნულ ვადაში უზრუნველყოს მოპოვებული ინფორმაციის გატანა უფლებამოსილი ორგანოდან. ამ ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილი ორგანო ანადგურებს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას, რაც აღინიშნება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების ოქმში.
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

