1.ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას, რომელსაც აღარ აქვს ღირებულება ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად და არ უნდა გადაეცეს უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოს, ანადგურებს სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილი წარმომადგენელი ზედამხედველი მოსამართლის თანდასწრებით. ამ ინფორმაციის განადგურების შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ზედამხედველი მოსამართლე და სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილი წარმომადგენელი. ეს ოქმი გადაეცემა ზედამხედველ მოსამართლეს.
2.სპეციალური სამსახური ვალდებულია დადგენილი პერიოდულობით შეამოწმოს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ღირებულება ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №477 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. მუხლი 14 10 . პირისთვის შეტყობინება 1. სპეციალური სამსახური ვალდებულია პირს მის მიმართ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შესახებ წერილობით შეატყობინოს მას შემდეგ, რაც ამგვარი შეტყობინება საფრთხეს აღარ შეუქმნის იმ მიზანს, რომლისთვისაც ელექტრონული თვალთვალის ღონისძიება განხორციელდა. ამ ინფორმაციასთან ერთად პირს მიეწოდება ზედამხედველი მოსამართლის ბრძანება მის მიმართ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შესახებ, მონაცემები ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის თაობაზე და ინფორმაცია მისი განადგურების შესახებ, აგრეთვე მასალა, რომლის საფუძველზედაც ზედამხედველმა მოსამართლემ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, და განემარტება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
2.პირისთვის მის მიმართ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შესახებ შეტყობინება დაუშვებელია, თუ შეუტყობინებლობა აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების და დემოკრატიული წყობილების ინტერესების დასაცავად ან ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ან მის მოსაპოვებლად გამოყენებული მეთოდების გამჟღავნება საფრთხეს შეუქმნის სპეციალური სამსახურის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას.
3.პირისთვის მის მიმართ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შესახებ წერილობით შეტყობინების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული გარემოებების გათვალისწინებით. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №477 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.





