სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია ისე უნდა განადგურდეს, რომ შეუძლებელი იყოს მისი შინაარსის სრულად ან ნაწილობრივ აღდგენა.
2.„განსაკუთრებული მნიშვნელობის“ საიდუმლოობის გრიფის მქონე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია არ ნადგურდება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3.საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ან სხვა უკიდურესად გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის სათანადო დაცვის უზრუნველყოფა და არსებობს მისი გამჟღავნების ან დაკარგვის ფაქტობრივი საფრთხე, სათანადოდ უფლებამოსილმა პირმა ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გაანადგუროს.
4.სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განადგურების პროცედურა განისაზღვრება „ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესით“.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.