1.სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობით ან/და გზით (ტრასით) სარგებლობის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა – გამოიწვევს წერილობით გაფრთხილებას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
1.სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობით ან/და გზით (ტრასით) სარგებლობის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა – გამოიწვევს წერილობით გაფრთხილებას.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Всегда актуальная правовая база
2.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით იმავე დღეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. შენიშვნა:
1.უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია წერილობით გააფრთხილოს სასრიალო ტრასით მოსარგებლე, რომელიც თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობით ან/და გზით (ტრასით) სარგებლობის დროს აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს უქმნის საკუთარ ან/და სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის თავის თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე (ტრასაზე) საფრთხის შემცველ ქმედებას, იგი ამას უფლებამოსილი პოლიციელის მიერ შედგენილ გაფრთხილების ოქმზე ხელმოწერით ადასტურებს. თუ დამრღვევი სადავოდ ხდის თავის თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე (ტრასაზე) საფრთხის შემცველ ქმედებას ან/და უარს აცხადებს გაფრთხილების ოქმის ხელმოწერაზე, უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია ეს ფაქტი მის მიერ შედგენილ გაფრთხილების ოქმში ასახოს.
2.თუ სასრიალო ტრასით მოსარგებლე იმავე დღეს განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას, უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია ადგილზე შეუფარდოს მას ადმინისტრაციული სახდელი. თუ სასრიალო ტრასით მოსარგებლის ადგილზე იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება, უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია დროებით, მის იდენტიფიკაციამდე, ჩამოართვას მას სასრიალო ტრასით სარგებლობის საშუალება, ჩამოაშოროს იგი თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობს ან/და გზას (ტრასას) ერთი (იმავე) დღით და უზრუნველყოს მისი უსაფრთხოდ გადაყვანა. საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4790 – ვებგვერდი, 07.03.2016წ.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.