ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ
Статья 37^1
ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა შეადგენს: ა) სამორინის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიმართ – 20 000 ლარს; ბ) სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 20 000 ლარს; გ) ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 2 000 ლარს; დ) ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 10 000 ლარს; ე) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიმართ – 10 000 ლარს; ვ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 10 000 ლარს; ზ) ლოტოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1 000 ლარს; თ) ლოტოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 2 000 ლარს; ი) ბინგოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1 000 ლარს; კ) ბინგოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 2 000 ლარს; ლ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1000 ლარს; მ) ლატარიის ორგანიზატორის, თამაშობის ორგანიზატორის მიმართ, ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში − 1 000 ლარს; ნ) აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიმართ – 10 000 ლარს; ო) აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიმართ, მის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 10 000 ლარს; პ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის მიმართ − 10 000 ლარს; ჟ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის მიმართ, მის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 10 000 ლარს; რ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელის მიმართ − 20 000 ლარს; ს) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ, მათ მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 20 000 ლარს. საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2237 - სსმ I, №54 20.12.2005 წ., მუხ. 357 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5180 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ. 277 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4933 - ვებგვერდი, 30.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5246 - ვებგვერდი, 22.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5448 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6052 – ვებგვერდი, 27.04.2012წ. საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6487 – ვებგვერდი, 02.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2584 – ვებგვერდი, 24.02.2023წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1578 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.
