1.პარტიისთვის ამ თავით დადგენილი შეზღუდვები ვრცელდება იმ პირზე, რომელსაც თავად აქვს განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზანი და რომელიც ამ მიზნის მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს.
2.თუ პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კანონით გათვალისწინებული შემოწირულებებისთვის დადგენილი წესების ან ამომრჩევლის მოსყიდვის მარეგულირებელი ნორმების განმეორებითი დარღვევისათვის, მასზე ვრცელდება ფინანსური გამჭვირვალობისთვის ამ თავით დადგენილი წესი.
