საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Только для информации — не юридическая консультация.
1. მოსამართლე ქონებას რეკეტულად ცნობს, თუ საქმის წარმოების პროცესში, სათანადო მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე გაირკვა, რომ ქონება მიღებულია რეკეტის შედეგად, წარმოადგენს შემოსავალს რეკეტის შედეგად მიღებული ქონებიდან, შეძენილია რეკეტიდან მიღებული შემოსავლით ან არ არსებობს რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან რეკეტირთან დაკავშირებული პირის ქონების მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება.
2. მოსარჩელე ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები მოპასუხის ქონების რეკეტულობის შესახებ.
3. მოსამართლე რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ან რეკეტირთან, თანამდებობის პირთან, „ქურდული სამყაროს“ წევრთან, ადამიანით მოვაჭრესთან, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობთან ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებული პირის ქონებას უკანონოდ ცნობს, თუ საქმის წარმოების პროცესში, სათანადო მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე სასამართლომ გამოარკვია, რომ ქონება ან ამ ქონების შეძენისთვის საჭირო საშუალებები კანონის მოთხოვნათა დარღვევითაა მოპოვებული.
4. მოსარჩელე ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები მოპასუხის ქონების უკანონობის შესახებ.
5. მოსამართლე რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ან რეკეტირთან, თანამდებობის პირთან, „ქურდული სამყაროს“ წევრთან, ადამიანით მოვაჭრესთან, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობთან ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებული პირის ქონებას დაუსაბუთებლად ცნობს, თუ საქმის წარმოების პროცესში მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა ქონების ან ამ ქონების შეძენისთვის საჭირო ფინანსური საშუალებების კანონიერი გზით მოპოვების ან აღნიშნულ ქონებაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.
6. მოპასუხე ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები თავისი ქონების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შესახებ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი