საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Статья 356^6. დაუსწრებელი გადაწყვეტილება
1. რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საქმის განხილვისას, როდესაც გამოცხადდა რეკეტირის, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ან რეკეტირთან, თანამდებობის პირთან, „ქურდული სამყაროს“ წევრთან, ადამიანით მოვაჭრესთან, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობთან ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებული პირის ძებნა, არ გამოიყენება ამ კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.
