ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ
Статья 37
1. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. თამაშობის ორგანიზატორთა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელ პირთა მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.
3. ლატარიის ბილეთების ან მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტების გაყალბება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2237 - სსმ I, №54 20.12.2005 წ., მუხ. 357 საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5448 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6487 – ვებგვერდი, 02.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2584 – ვებგვერდი, 24.02.2023წ.
